რა მოთხოვნებს უყენებენ ძიძას ინგლისის დედოფლის კარზე როდესაც ცნობილი გახდა, რომ კეიტ მიდლტონი მესამე შვილის დედა უნდა გამხდარიყო, ბევრმა ქალბატონმა განაცხადა: რა თქმა უნდა, ძიძების ჯარით რამდენი შვილიც გინდა, იმდენი შეგიძლია გააჩინო და გაზარდოო, თუმცა სამეფო ოჯახში ასე მარტივად როდია საქმე.
როდესაც კეიტსა და უილიამს პირველი შვილი შეეძინათ, ახალბედა დედა შვილის გაზრდას დამოუკიდებლად, ძიძის გარეშე აპირებდა, თუმცა მოგვიანებით წყვილმა იმ ძიძის მოწვევა გადაწყვიტა, რომელიც უილიამს ზრდიდა. ამ უკანასკლნელმა ასაკის გამო უარი განაცხადა ამ საპატიო მოვალეობის შესრულებაზე, თუმცა ოჯახმა გამოსავალს მაინც მიაგნო.
ერთადერთი და განუმეორებელი
აი, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს კემბრიჯებმა მარია ტერეზა ბურიონ ბორალო, მათი სამი შვილის ერთადერთი ძიძა.
ეს ქალბატონი მორწმუნე ესპანურ ოჯახში დაიბადა. მეზობლები იხსენებენ, რომ მას არასდროს ჰყოლია მეგობრები და საერთოდ, ყველას ეგონა, რომ იგი აუცილებლად მონაზვნად აღიკვეცებოდა. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ძმა დიაკვანი გახდა.
მკაცრი აღზრდა
მარია ტერეზამ დაამთავრა სპეციალური ძიძების სკოლა Norland School.
ამ სკოლის აღზრდილები ძიძობის გარდა სწავლობენ თავდაცვას, იციან, როგორც უნდა მოიქცნენ ტერორისტული აქტის დროს, ასევე იციან ავტომობილის ძალიან სწრაფად მართვა.
თავადაც მიხვდებით, რომ ამ სკოლის მიერ მომზადებული ძიძები მხოლოდ ძალიან მდიდარ ოჯახებში მუშაობენ. სწავლების პერიოდში ისინი საშუალოდ 6 ოჯახიდან იღებენ მიწვევას. მათი შემოსავალი დაახლოებით 100 000 დოლარი გახლავთ წელიწადში.
უცნაური უნიფორმა
სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ გამოიყურება მომავალი ძიძა - ფეხსაცმელი აუცილებლად დაბალძირიანი უნდა იყოს, მინიმალური კოსმეტიკა და სადა საყურეები. სკოლის დამთავრების შემდეგ ძიძებს გადაეცემათ სპეციალური უნიფორმები, თუმცა არ არიან ვალდებულები, ეს ფორმები ყოველდღიურად ატარონ, მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში.
არიას, ეტყობა, ძალიან მოწონს ეს ფორმა, რადგან საზოგადოების წინაშე რამდენჯერმა წარდგა აღნიშნული ტანისამოსით.
მუდმივი მოგზაურობა
ძიძის მოვალეობაა თან ახლდეს ოჯახს ყოველი მოგზაურობის დროს. ბევრს ჰგონია, რომ ეს ძალიან კარგია, თუმცა უნდა მოგახსენოთ, რომ ძიძას არ აქვს იმ შენობის დატოვების უფლება, რომელშც იმართება ოფიციალური წვეულება.
ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
ძიძის მოვალეობაა ასევე სამი შვილის მშობლების დახმარებაც. მაგალითად, მარიას კეიტის დამშვიდება უწევდა, როდესაც ეს უკანასკნელი ძალიან ნერვიულობდა, რომ ბავშვებს საკმარის დროს ვერ უთმობდა.
მარია ბორალო ბავშვებს საკუთარ მშობლიურ ენას, ესპანურს ასწავლის. გარდა ამისა, იგი კიდევ რამდენიმე უცხო ენას ფლობს. ალბათ ხვდებით, რატომ არის სამეფო ოჯახი აღფრთოვანებული ამ ქალბატონით.
არა მხოლოდ ძიძა
ძიძის გარდა სასახლეში მუშაობენ მედდები, მოსამსახურეები, დაცვა. ისინი ასრულებენ იმ მოვალეობებს, რაც არ ეხება მარიას. იგი ასრულებს მხოლოდ იმ საქმეს, რომელიც უშუალოდ ბავშვებთან არის დაკავშირებული.
საჩუქრები
გარდა ხელფასისა, ძიძას ხშირად აქვს პატივი მიიღოს ძვირფასი საჩუქრები თავად დედოფლისგან.
პირადი ცხოვრება
სამეფო ოჯახში ძირითადად გასათხოვარ ძიძებს ღებულობენ. ყველას როდი აწყობს ეს მოთხოვნა, თუმცა 47 წლის მარიასთვის ეს დაბრკოლება ნამდვილად არ ყოფილა.
კენსინგტონის სასახლე მარიას შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს, ვიდრე პრესისთვის არის საჭირო. სამეფო კარი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ძალიან მადლიერები არიან აღმზრდელის, რადგან მან არჩევანი სწორედ მათ ოჯახზე შეაჩერა.
კარგად ხვდებით ალბათ, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება სამეფო კარის ძიძას, ის ზრდის არა მარტო ბავშვებს, არამედ მომავალ მონარქს, რომელზეც იქნება დამოკიდებული მომავალი გაერთიანებული სამეფოს ბედი.