„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.
ტატიანა ნუკრის და მისი მოდელი მეუღლის, თიკო ჩხეიძის პირველი შვილი იყო.
"ღმერთმა შვილი, ტატიანა გვაჩუქა, ტატას ვეძახით. მთელი ორსულობის პერიოდში რუსეთში ვიყავი, მაგრამ თბილისში ვიმშობიარე. იმ დროს, 29 დეკემბერს, ნუკრისაც დასვენება ჰქონდა და ჩემთან იყო. მაშინ ძალიან პატარები ვიყავით. შვილი რომ გვყავდა, კარგად ვერც ვაცნობიერებდით, არც ვიცოდით, როგორ მიგვეხედა, მაგრამ ნელა–ნელა ყველაფერი დალაგდა" - აღნიშნავდა ერთ-ერთ ინტერვიუში თიკო ჩხეიძე.
mshoblebi.ge ნუკრი რევიშვილსა და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს მომხდარი ტრაგედიის გამო.
რუსკა კილასონია