რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც უეცრად ბავშვს ცხვირიდან სისხლი მოსდის? - მშობლები

რა უნდა მოვიმოქმედოთ, როდესაც უეცრად ბავშვს ცხვირიდან სისხლი მოსდის?

2014-09-11 18:36:10+04:00

3 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ ამ შემთხვევის დროს სისხლდენა ცხვირიდან - პირველადი დახმარება

3 გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მშობლები უშვებენ ამ შემთხვევის დროს

თავის უკან გადაწევა - ამ დროს არ ჩანს, სისხლი რა რაოდნეობით მოდის, ბავშვი მას ყლაპავს, ჩვენ ვერ ვაფასებთ ბავშვის რეალურ მდგომარეობას, მაგრამ ვმშვიდდებით, რომ სისხლს ვერ ვხედავთ.

ნესტოების ბამბის ტამპონებით დაცობა - როდესაც ასე ვიქცევით, ბამბის ტამპონები სისხლით იჟღინთება, შემდეგ კი კანს ეწებება და ხმება. როდესაც სისხლდენა შეწყდება, ჩვენ გვიწევს მიწებებული ტამპონების მოშორება, რაც კვლავ სისხლდენას გამოიწვევს.

ბავშვის დაწვენა - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ბავშვი იძულებულია, ყლაპოს სისხლი.

ცნობილი ექიმი კომაროვსკი გვირჩევს, რა გავაკეთოთ.

ცხვირიდან სისხლდენის დროს აუცილებელია, ბავშვი რომ იჯდეს სწორად, თავი ოდნავ ქვემოთ უნდა ჰქონდეს გადმოწეული. მშობელმა ბავშვს ნესტოებზე უნდა მოუჭიროს თითები. არ აქვს მნიშვნელობა, სისხლი რომელი ნესტორდან მოდის. აუცილებელია, ორივე ნესტოზე მოვუჭიროთ ხელი. ასეთ პოზაში უნდა გაჩერდეთ 10 წუთის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ბავშვის წყნარად გასაჩერებლად შეგვიძლია ჩავრთოთ ტელევიზორი, ჩავურთოთ კომპიუტერში მისი საყვარელი მულტფილმი, ან დავპირდეთ საჩუქრებს, რომელიც შემდეგ აუცილებად უნდა ვუყიდოთ. ამ დროს ბავშვმა პირით უნდა ისუნთქოს. თუ თქვენი შვილი დიდია, შეუძლია თავად დაიჭიროს ცხვირი.

შეგვიძლია დავაჩქაროთ სისხლის შეჩერების პროცესი - მაცივარში ყოველთვის უნდა გვქონდეს ყინულები, რადგან თითქმის ყოველთვის, როდესაც საჭიროა პირველადი დახმარება, ყინული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ პერიოდში შეგიძლიათ ბავშვს აჭამოთ ნაყინი ან დაალევინოთ ცივი წყალი. გამოიყენეთ საწრუპი, რათა ბავშვმა პოზა არ შეიცვალოს და არ გაუძნელდეს დალევა. ყინულები კი შეგვიძლია გავახვიოთ ნაჭერში და დავადოთ შუბლზე.

თუ ბავშვს დაბადებიდან გამთბარ წყალს და გამდნარ ნაყინს აჭმევთ, მაშინ ყინულიანი წყალი და ცივი ნაყინი ცხადია, ამ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ. ექიმი კი გვირჩევს, რომ არ არის აუცილებელი ყველაფრის სხეულის ტემპერატურამდე გათბობა. ონკანის წყალი და მაცივრის ნაყინი მშვენიერი გასაკაჟებელი საშუალებაა ბავშვისთვის. ოღონდ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

ახლა კი ისევ ცხვირიდან სისხლდენას დავუბრუნდეთ. ამ 10 წუთის განმავლობაში ყველაზე მთავარი არის ის, რომ ცხვირის ორივე ნესტო გვეჭიროს თითებით. თუ სისხლდენა 10 წუთის მანძილზე არ გაჩერდა, ვაგრძელებთ იგივე პროცედურას ისევ 10 წუთი. თუ 20 წუთის მანძილზე სისხლი არ შეჩერდა, ექიმს უნდა დავუკავშირდეთ . თუ ცხვირიდან სისხლდენა ბავშვს ხშირად აწუხებს, ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

სისხლდენის დროს არ შეიძლება:

მკვეთრი მოძრაობები

სისხლის ყლაპვა

ლაპარაკი

თუ გსურთ, თავად მოისმინოთ, რას გვირჩევს გამოცდილი ექიმი, შეგიძლიათ უყუროთ ამ ვიდეოს.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ