მერიემმა ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა სერიალ "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი მერიემ უზერლი, რომელსაც საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ბათუმშია. მან ბათუმიდან დადო ფოტოები ინსტაგრამზე შემდეგი ტექსტით: "მიყვარს საქართველო".
სავარაუდოდ, ბათუმში მერიემი საქმიანი ვიზიტით არის - არ არის გამორიცხული, რომელიმე ახალი პროექტის ფარგლებში.
მერიემის ამბავი ბევრმა იცის – გერმანიაში დაბადებული ნახევრად თურქი მსახიობი სპეციალურად ამ თურქული სერიალისთვის ჩაიყვანეს თურქეთში. იქ დიდ პოპულარობასთან ერთად დიდი სიყვარულიც ეწვია. მისი რჩეული ცნობილი თურქი ბიზნესმენი ჯან ატეში იყო, ცოლ-შვილიანი. როდესაც მერიემი დაორსულდა, მიჯნურმა უარი თქვა ბავშვზე და შვილის გადასარჩენად მსახიობმა ქალმა მოულოდნელად პროექტიც მიატოვა და თურქეთიც – გერმანიაში დაბრუნდა, სადაც მშვიდობიანად გააჩინა შვილი. პროექტში მისი შემცვლელის პოვნა მოუწიათ, მერიემის გულშემატკივართა რიცხვი კი ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაამრავლა.
მერიემ უზერლი: "ბავშვი არ მინდოდა, მაგრამ აბორტი არ გავიკეთე..."