ეს მცენარე დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს აშკარად გაიზარდა მის მიმართ ინტერესი გვიანი ზაფხული და შემოდგომის დასაწყისი ღოღნაშოს სეზონია. ეს მცენარე ქალაქელ დიასახლისებში დიდი პოპულარობით არასოდეს სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს აშკარად გაიზარდა მის მიმართ ინტერესი. მიზეზი კი ისაა, რომ ღოღნაშო ძალიან სასარგებლო ხილია, მის მურაბას კი გრიპისა და გაციების დროს ჟოლოზე უკეთესი ეფექტი აქვს. წელს, როგორც ამბობენ, ღოღნაშოს ძალიან კარგი მოსავალია და საკმაოდ იაფიც ღირს - კილოგრამი 1 ლარი. დიასახლისებმა ეს შანსი ალბათ ხელიდან არ უნდა გაუშვან, რადგან ღოღნაშოსგან ტყემალივით საწებელიც მზადდება, მურაბაც და წვენიც. ეს უკანასკნელი გემოთი და თვისებებით ალუბლის წვენს არ ჩამოუვარდება. გთავაზობთ სამივე რეცეპტს - საწებლის, მურაბისა და ზამთრისთვის შესანახი წვენის.
დაგვჭირდება:
2 კილოგრამი ღოღნაშო 1 თავი ნიორი (დაახლოებით 10-12 კბილი) 1-2 მწარე წითელი წიწაკა 1 დიდი კონა აყვავებული ქინძი 1 დიდი კონა კამა 1 პატარა კონა ომბალო მარილი
ღოღნაშო კარად გავრეცხოთ, დავასხათ 2 ჭიქა წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსათუთქად. როცა დარბილდება, გადავწუროთ წვენი, რბილობი კი გავხეხოთ. გავაზავოთ თავისივე წვენით სასურველ სისქემდე.
მწვანილი, ნიორი, წიწაკა დავაბლენდეროთ, დავამატოთ მარილი, შევურიოთ ეს მასა ტყემალს და კარგად მოვურიოთ.
შეზავებული საწებელი დავდგათ ისევ დაბალ ცეცხლზე და წამოვადუღოთ. ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთამდე, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ, რომ არ მიგვეწვას.
მოხარშული მდუღარე საწებელი ჩავსახათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
შაქარს დაასხით წყალი და წამოადუღეთ. იდუღოს, სანამ ქაფი გაუქრება და გამჭვირვალე არ გახდება. დადგით სეროფი გასაციებლად.
გარეცხეთ ღოღნაშო, დაჩხვლიტეთ და გაგრილებულ სეროფში ჩაყარეთ. გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ წამოადუღეთ და ცეცხლე 40 წუთის განმავლოვბაში უნდა იდუღოს. შემდეგ გამორთეთ და გააცივეთ.
რამდენიმე საათის შემდეგ ისევ წამოადუღეთ და ხარშეთ, სანამ მზად არ იქნება.
ასე მოხარშულ მურაბას მარცვლებიც მთელი დარჩება და წვნიანიც იქნება.
გაფრთხილება: ღოღნაშოს მურაბა გამოიყენეთ მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ კურკიდან ნაყოფში არასასურველი ნივთიერებები გადადის, რაც ჯანმრთელობისთვის არასასურველია.
დაგჭირდებათ 5 კილო ღოღნაშო. გარეცხეთ, ჩაყარეთ დიდ ქვაბში და დაასხით 8-10 ლიტრი წყალი. ადუღეთ 10-15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამორთეთ და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
მეორე დღეს გადაწურეთ, ნაყოფი მოაშორეთ და დარჩენილი წვენი გემოვნებით დააკბეთ. წამოადუღეთ 5 წუთით და ცხელივე ჩაასხით გასტერილებულ ბოთლებში ან ქილებში.
ეს წვენი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, შესანიშნავი მასალაა ფელამუშის მოსამზადებლად.