ღუმელში გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი 2 წლიდან - მშობლები

ღუმელში გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი 2 წლიდან

2014-09-14 05:34:07+04:00

ორივე ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა ბავშვისთვის დაგჭირდებათ:

ყვავილოვანი კომბოსტო

ბროკოლი

მაგარი ყველი - 50გრ,

მარილი

მომზადება:

ყვავილოვანი კომბოსტო ჰიპოალერგიული პროდუქტია, ამიტომ იგი 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც არის რეკომენდირებული. 2 წლიდან შეგიძლიათ მისცეთ როგორც მოხარშული, ასევე მოთუშული და ღუმელში გამომცხვარიც.

ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი გარეცხეთ და გააცალკევეთ. ჩადეთ ადუღებულ წყალში და ადუღეთ 7 წთ. ყველი გახეხეთ სახეხზე და მოაყარეთ საფანელი. სანახევროდ მოხარშული ბოსტნეული დაწურეთ საწურზე, მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და მოაყარეთ ყველი. შედგით ღუმელში 25-20 წუთით, სანამ ზედაპირი არ დაებრაწება. ზევიდან შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი და მარილი გემოვნებით.