+ფოტოები
წელს ანასტასია კნიაზევა, ისევე როგორც მისი თანატოლები, პირველ კლასში წავიდა. რითაა უნიკალური ეს ბავშვი? ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Mail 2017 წელს ნასტია ყველაზე ლამაზ ბავშვად აღიარა. ის მართლა დაჯილდოებულია ლამაზი გარეგნობით: გრძელი არაჩვეულებრივი თმით, დიდი ცისფერი თვალებით და თოჯინის სახით.
ნასტიას პოპულარობა სამოდელო საქმიანობამ მოუტანა. 2,5 წლის ასაკში ის გადაიღეს ბავშვთა ტანსაცმლის რეკლამაში. 5 წლის ასაკში ავსტრალიური ბრენდის Little Miss Aoki-ის სახე გახდა. ტიტული, რომელსაც ახლა ის ატარებს, თავის დროზე ეკუთვნოდა 17 წლის ფრანგ მოდელს ტილან ბლონდოს.
ახლა მასთან აქტიურად თანამშრომლობენ ტანსაცმლის ბრენდები Chobi Kids, I am special, Kenguru, Amoreco და ჩრდილო კორეული საავტომობილო კომპანია Kia Motors-ი. ჯერ უცნობია, თუ როგორ შეათავსებს პატარა მოდელი ამდენ სამუშაოს სწავლას. ნასტიას დედას სურს, რომ მისმა შვილმა მისიკალური განათლებაც მიიღოს. სწორედ დედის, ანა კნიაზევას დამსახურებაა ბავშვის ცნობადობის გაზრდა. დასაწყისში მან ინსტაგრამ გვერდზე განათავსა შვილის საუკეთესო ფოტოები. აქედან წამოვიდა სამოდელო სააგენტოების დაინტერესება. ნასტიას გარდა ანას 12 წლის ბიჭიც ჰყავს, რომელიც თავის დასთან ერთად მონაწილეობას იღებს ფოტოსესიებში.
სოციალურ ქსელში ანა ხშირად კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, რადგან გამომწერები თვლიან, რომ ის შვილს შემოსავლის წყაროდ აქცევს. პასუხად ანა წერს, რომ პირველ რიგში არ ეშინია ბავშვის განებივრების, უპირობოდ უყვარს და არ უყურებს მას, როგორც საფულეს: "თავდაპირველად არაფერი ვიცოდი Daily Mail-ის სტატიის შესახებ. არც კონკურსისთვის მიმართავს სააგენტოებისთვის. მირეკავდნენ მიუნხენიდან, ბერლინიდან, ავსტრიიდან და მთხოვდნენ ინტერვიუს. ეს რა თქმა უნდა სასიამოვნო იყო. შვილს ჯერ არაფერი ვუთხარი, ალბათ მოგვიანებით ვეტყვი... თანაც შეიძლება ვერც გაიგოს - მისთვის სულ ერთია". როგორ ფიქრობთ, როგორ იმოქმედებს ბავშვზე ასეთი დიდება?