„ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით 58 მაღაზიას და ასი ათასობით მკითხველს აერთიანებს, სექტემბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. „ბიბლუსის“ სია მხატვრული და საბავშვო ლიტერატურისგან შედგება. თითოეული წიგნი, სექტებრის თვის ბესტსელერია.
10 ყველაზე გაყიდვადი წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან
მზე მთვარე და პურის ყანა
ცნობილი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა" სათავგადასავლო რომანია, სადაც ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავია აღწერილი. წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/mze-mTvare-da-puris-yana/
სიყვარულის ორმოცი წესი
თურქი მწერლის ელიფ შაფაქის რომანი "სიყვარულის ორმოცი წესი” დაბეჭდვისთანავე ბესტსელერი გახდა. ის თანამედროვე ამერიკელი ქალის ცხოვრებაზე გიამბობთ. აქ ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/siyvarulis-ormoci-wesi-rbili-yda/
სხვა უდაბნოს საიდუმლო
ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“ ახალგაზრდა ქალზე გიამბობთ, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/sxva-udabnos-saidumlo/
ნასესხები სიცოცხლე
„ნასესხები სიცოცხლე“ ერიხ მარია რემარკის შეუდარებელი ოსტატობით, არაერთგზის აღწერილი „დაკარგული თაობის“ კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია. ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/nasesxebi-sicocxle-rb-yda/
გროსმაისტერი
სოფო არდიას „გროსმაისტერი“ ერთ ჭკვიან მანიპულატორ ადამიანზეა, რომელიც სხვებით თამაშობდა და თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს იშურებდა. ის ყველაზე ცნობილი იყო იმ დროს, ყველაზე პოპულარული, მაგრამ სინამდვილეში მას მაინც არავინ იცნობდა. წიგნი წაკითხვისთანავე მოგნუსხავთ.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/grosmaisteri/
საოცრება
რ.ჯ პალაციოს რომანი „ აირჩიე სიკეთე – საოცრება“ პატარა ავგუსტ პულმანზე გიამბობთ. ის დეფორმირებული სახით დაიბადა. თუ ოდესმე სკოლიდან სკოლაში გადასულხართ, გეცოდინებათ, რა სიძნელეები ელის მას. წიგნში შეიტყობთ თუ როგორ შეხვდებიან ახალი თანაკლასელები და როგორ წარიმართება მისი ახალი ცხოვრება.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/airCie-sikeTe-saocreba/
წლის ბესტსელერი - ღირსება
ელიფ შაფაქის რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თაგვადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა - მსხვერპლი.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/wlis-bestseleri-Rirseba/
ჯინსების თაობა
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდას შესახებ გიამბობთ, რომლებმაც საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადეს. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/turaSvili-jinsebis-Taoba-qarTulad/
უცნობი ქალის წერილი
უცნობი ქალის წერილი" მე-20 საუკუნის უდიდესი ავსტრო-გერმანელი მწერლის, შტეფან ცვაიგის, ყველაზე პოპულარული მოთხრობაა. მთელი მოთხრობა ერთი წერილია - ცნობილ მწერალ რ-ზე შეყვარებული უცნობი ქალის გულიდან ამოთქმული და ათრთოლებული ხელით დაწერილი წერილი.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/ms-rCeuli-moTxrobebi-2t-Stefan-cvaigi-ucnobi-qalis-werili/
ნუ მოკლავ ჯაფარას
ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი "ნუ მოკლავ ჯაფარას" თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები მკითხველს ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება და ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.
წიგნის საყიდლად გადადით ბმულზე: https://biblusi.ge/products/book/nu-moklav-jafaras-sulakauri/
საბავშვო ლიტერატურის სანახავად გადადით ბმულზე:
სექტემბრის 10 ყველაზე გაყიდვადი საბავშვო წიგნი - "ბიბლუსის" ახალი სია