ტელეფონი ჩვენი ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილი გახდა. ურთიერთობა, მეგობრობა, სამსახური - ეს ყველაფერი ამ პატარა მოწყობილობაშია. წუთით დაფიქრდით, დღეში რამდენჯერ გიჭირავთ ხელში? აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის, თუ როგორ გიჭირავთ ხელში ტელეფონი.
არსებობს ტელეფონის დაჭერის 4 მეთოდი. თითოეული მათგანი განსაზღვრავს ადამიანის ხასიათის თავისებურებას.
1. გიჭირავს ტელეფონი ერთ ხელში და ტექსტი შეგყავს ცერა თითით
კარგად უმკლავდები დავალებებს. დისციპლინა შენი მეორე სახელია. ორგანიზებული და მოწესრიგებული ხარ. კარგად გესმით რა არის კარგი და რა ცუდი. გახსნილი ადამიანი ხარ. გიყვარს ყურადღების ცენტრში დგომა. გიყვარს საკუთარ თავზე მოყოლა, მაგრამ სხვისი მოსმენა შენთვის დიდ სირთულეს წამოადგენს. შენს მეორე ნახევარს გაუმართლა. შენ ხომ მისი გულისათვის ყველაფერზე მზად ხარ.
2. ტელეფონი ორივე ხელით გიჭირავს, ტექსტი ცერა თითით შეგყავს
ეს ნიშნავს იმას, რომ ცოტა ჩაკეტილი ხარ. არასოდეს მოითხოვ ამას, მაგრამ მიისწრაფვი იქითკენ, რომ მუდამ იყო ყურადღების ცენტრში. მეორე ნახევართან არ ამჟღავნებ გრძნობებს. ამიტომ, შეიძლება ის გრძნობდეს სიცივეს შენი მხრიდან.
3. ტელეფონი გიჭირავს ორი ხელით და ტექსტს ორივე ცერა თითით კრეფ.
ხშირად განიცდი შიშს და შფოთვას. კარგი იქნებოდა, თუ საკუთარ თავსა და თვითშეფასებაზე იზრუნებდი. შენი შრომისმოყვარეობით ბევრს მიაღწევ. დაიჯერე შენი ძალების და სწორი გზით ივლი. შენ გჭირდება პარტნიორი, რომელით თანაგიგრძნობს და გვერდში დაგიდგებ. ის გეყვარება მთელი გულით, შენ ხომ არ შეგიძლია სანახევროდ საქმის კეთება...
4. ერთი ხელით გიჭირავს ტელეფონი და ტექსტს კრეფ მეორე ხელის საჩვენებელი თითით.
მშვიდი და ჩუმი ადამიანი ხარ. სხვისი კეთილდღეობის გამო მზად ხარ შენი ინტერესები უკან მოიტოვო. უპირატესობას ანიჭებ სიმყუდროვეს, სიჩუმეს. არ გიყვარს საზოგადოების თავშეყრის ადგილები. შეგიძლია უანგარო სიყვარული. ბევრ რამეს აპატიებ შენს რჩეულს.
ამ ტესტით შეიძლება გამოიცნოთ არა მარტო საკუთარი, არამედ ახლობლებისა და უცნობების ხასიათიც.