დედობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. დედობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. საბოლოო ჯამში, სასიამოვნოდ მოსაგონებელი, ემოციური და ბედნიერი პროცესია ფეხმძიმობაც, ყველანაირი სირთულის მიუხედავად, თუმცა, ორსულობის დროს მომატებული კილოგრამებისა და ცელულიტების მოშორება ხშირად დამღლელი და დამთრგუნველია.
ზოგი მარტივად ახერხებს ფორმაში ჩადგომას, ზოგს დიდი დრო და ენერგია სჭირდება ამისთვის, თუმცა მთავარია, არ დანებდეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც ხართ, რადგან თქვენ დედები ხართ და ამაზე დიდი ბედნიერება ქალისთვის არ არსებობს.
მოდით, ვნახოთ, როგორ შეიცვალა ქართველი ცნობილი ქალების სხეული მშობიარობის შემდეგ:
ნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილს 27 ივნისს შეეძინა ბიჭი ამერიკელი მეუღლისგან, ბენისგან. ფეხმძიმობა 10 თვე გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ნუკი სოცქსელის საშუალებით აქტიურად უზიარებდა გულშემატკივრებს სიახლეებსა და ემოციებს. ორსული ნუკის შიშველი ფოტოები დიდხანს იყო განხილვის ობიექტი საზოგადოებაში. ოლივერ ნიკოლოზ ჰაიმის დაბადების შემდეგ ნუკიმ დიეტა დაიწყო. ფიგურის ცვლილებასა და მომატებულ კილოგრამებთან ბრძოლის პროცესზე კოშკელიშვილი დღემდე წერს პოსტებს "ინსტაგრამზე". ბოლო პოსტი მან დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ახალ დიეტაზე წერს. ტელეწამყვანი 67 კილოა.