„ბავშვობიდან მაკლია მამა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ბიჭს უფრო სჭირდება მამა, ვიდრე გოგოს“ მომღერალი მარიკა თხელიძე, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალ სეზონში გამოჩნდა, 2 წლის და 2 თვის ნიკოლოზის დედაა. მარიკა მეუღლეს, გიგა ანდრიაძეს, გაშორებულია, თუმცა წყვილი ცივილური ურთიერთობის ხარჯზე, შვილის კეთილდღეობისთვის ერთდროურლად ზრუნავს. მომღერალს უპირველესად დედობით მინიჭებულ ბედნიერებაზე ვესაუბრეთ, თუმცა ბავშვობის წლები, სცენა და „ბასტი-ბუბუს“ მიერ მისთვის გაწეული ღვაწლიც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ.
- მარიკა, გაგვიზიარეთ თქვენი პირველი ემოციები, როცა დედა გახდით.
- როცა შვილს პატარა ასაკში აჩენენ, შედარებით უფრო ნაკლებად აღიქვამენ ამ ბედნიერებას. მე კი უკვე გააზრებული მქონდა, ძალიან მინდოდა, შვილი მყოლოდა და რაღაცნაირად მომზადებულიც ვიყავი. როცა ბავშვი იბადება, შემოჰყავთ და ნახულობ, ისეთი ემოციებით ივსები, რომელის სიტყვებით აღწერა ძალიან რთულია. პირველად რომ დავინახე ნიკოლოზი, მართლა დაშოკილი ვიყავი. ის ყველაზე ნათელი წერტილია ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ნაწილია.
- ბავშის გაზრდაში გეხმარებოდათ ვინმე?? თუ მარტომ აიღეთ ეს საკუთარ თავზე? ზოგადად, როგორი გასაზრდელი იყო ნიკოლოზი?
- ჭირვეულ ბავშვი არ იყო და ახლაც არაა, უბრალოდ, თავისი ხასიათი აქვს, ბიჭია და ისეთი კაცური მანერები აქვს უკვე, რომ მაკვირვებს, თან მიხარია. რასაც ვაკვირდები, სულ სხვანაირად განვითარებული ბავშები მოდიან. რაც შეეხება ხელის შეწყობას, დედა მეხმარებოდა ძალიან. გარდა ამისა, ნიკოლოზს ჩვილობიდან ჰყავდა აღმზრდელი, რომელიც მასზე ზრუნავდა სანამ ბაღში მივიდოდა. სამინისტროში ვმუშაობ, ისეთი რეჟიმი მაქვს, 9-იდან 6 საათამდე იქ მიწევს ყოფნა, ამიტომაც დადგა აღმზრდელის საჭიროება, თორემ ჩემთვის, და ალბათ ყველა მშობლისთვის, ყველაზე დიდი ფუფუნებაა, როცა საკუთარ შვილს თავად ზრდი.. თუმცაღა, როგორც კი პატარა თავისუფალი დრო მრჩებოდა, ყოველთვის ნიკოლოზთან ვატარებდი და დღემდე ასეა.
- ძალიან რთულია იპოვნო ისეთი აღმზრდელი, რომელსაც საკუთარ ჩვილ შვილს ანდობ... როგორ შეარჩიეთ და როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტყილება?
- ეს ნამდვილად რთული საკითხია. ბავშვის აღზრდა არ არის დოკუმენტებთან თამაში, ბევრად უფრო მნიშვენლოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა. გასათვალისიწნებელია, ვისთან გაატარებს ბავშვი დროს, როგორ აღზრდის და როგორ ჩამოაყლიბებს ის ადამიანი შენს შვილს. მე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ გამიმართლა, ეს ადამიანი, თავისი ღირებულებებით, დამოკიდებულებებით მივიღეთ, როგორც ოჯახის წევრი და მადლობაც კი შემიძლია გადავუხადო იმისთვის, რომ არაჩვეულებრივად აღზარდა ნიკოლოზი. იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ასეთი კარგი ადამიანის ხელში მყავდა შვილი. რომ ვხედავ, ბავშვს როგორ უყვარს მისი აღმზრდელი, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნვას. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად კარგ ადამიანთან გვქონდა საქმე. ნიკოლოზი არაა ის ბავშვი , რომ ყველა მიიღოს, ძალიან სტუმართმყვარე და კაცთმოყვარეა, მაგრამ ყველას არ მიეკარებოდა, ჩვენი აღმრზდელი კი მისთვის დღემდე გამორჩეულია.

- ბაღში წელს მიიყვანეთ?
- კი, რამდენიმე დღეა მივიყვანე ერთ-ერთ კერძო ბაღში, სადაც ძალიან კარგი გარემოა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, პედაგოგების ბავშვებთან მიდგომის საკითხი, ჯანსაღი პროდუქტი, რომლითაც ბავშვები იკვებებიან, ამ მოთხოვენბს ეს ბაღი აკმაყოფილებდა, ჩემს ირგვლივ უამრავი ბავში დადიოდა იქ და იმდენად კმაყოფილები იყვენენ მშობლებიც და ბავშვებიც, რომ მეც იქ გადავწყვიტე მიყვანა და არც ვნანობ, იმიტომ რომ ნიკოლოზი თავს გრძნობს ისე, როგორც თევზი წყალში.
- მარიკა, პირადზე არ გეკითხებით, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ხშირი ურთიერთობა აქვს ნიკოლოზს მამასთან? ბიჭისთვის მამას განსაკუთრებული მნიშვნელბოა აქვს..
- მე თვითონ ბავშვობიდან მაკლია მამა და იმას ნამდვიალდ ვერ ვიტყვი, რომ ბიჭს უფრო სჭირდება მამა, ვიდრე გოგოს. მამა მამააა... ნიკოლოზს და მის მამას, გიგას, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, ის მართლა სამაგლითო მამაა, ყველაფერი დადებითი შემიძლია ვთქვა მასზე. ძალიან ხშირად ნახულობს მამა-შვილი ერთმანთს და ყველანაირად ჩართულია მის ცხოვრებაში, ნიკოლოზის კეთილდღეობაზე ორივე ერთნაირი ძალებით ვზრუნავთ და ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია. ჩვენ ძალიან ცივილური და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში, დგება მომენატი, როცა შეიძლება ადამიანებმა ერთად ვერ იცხოვრონ, მაგრამ ნიკოლოზის ასპექტში ყველანაირი საკითხი დალაგებული გვაქვს.
- ნიკოლოზს რას ატყობთ, აქვს მუსიკალური მონაცემები, ინტერესი მუსიკისადმი?
- პატარაობიდან ვატყობ, რომ ცეკვის მონაცემები აქვს, ვეკითხები ხოლმე, ჩავრთო მუსიკა, ვიცეკვოთ და ამითვის სულ მზადაა. ახლადახლა კი ვატყობ, რომ ღიღინი დაიწყო, ყვება მუსიკას და ძალიან მახარებს ეს ფაქტი.
- მარიკა, თქვენ სცენაზე საკმაოდ პატარა ასაკში გამოჩდნით, ასევე პატარამ დაიწყეთ „ბასტი-ბუბუში“ სიარული?.
- კი, დაახლოებით 6 ან 7 წლის ვიქნებოდი, „ბასტი-ბუბუში“ რომ მიმიყვანეს, იქ შევიძინე მეგობრები, ვისწავლე ურთიერთობები, სცენაზე დგომა და.ა.შ. ბევრი ფაქტორია, რის გამოც „ბასტი-ბუბუ“ ნომერ პირველია. ქორეოგრაფები, სიმღერის მასწავლებლები ძალიან სწორად ჰყავთ შერჩეული, არაჩვეულებრივი დამოკიდებულებები აქვთ ბავშვებთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები უკავშირდება „ბასტი-ბუბუს“, დიდი როლი ითამაშა მან ჩემს ცხოვრებაში და მყარი საფუძველი მომცა. ვფიქრობ, „ბასტი-ბუბუ“ მხოლოდ გასართობი ადგილი არაა, იქ ბავშვებს სწორად უყალიბებენ შეხედულებებს, გემოვნებას, მიდგომას. ბავშვი რომ ხარ და ირგებ საოცნებო გმირის როლს, მღერი, გაქვს კონცერტები, ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს?! თუ რამე ნიჭი შეგნიშნეს, არავინ დაგჩაგრავს, პირიქით, ეცდებიან, განავითარონ ის შენში. მე მშობლებს ნამდვილად ვურჩევდი, ბავშვების „ბასტი ბუბუში“ მიყვანას, მისი ზოგადი განვითარებისთვის ეს სწორედ შესაფერი ადგილია. თუ სოლო მომღერლად გინდათ ჩამოყალიბდეს, არიან ადამიანები, ვისაც უნდა მიებაროთ, მე მაგალითად რუსიკო ბახტაძესთან მივედი და მისით იწყება ჩემი სოლო კარიერია.
- როცა პატარა იყავით და გქონდათ ბევრი გადაღება, რეპეტიციები, ეს არ იყო დამღლელი და მოსაბეზრებელი ბავშვისთვის?
- დამღლელი ნამდვილად იყო, ბავშვი ხარ და ამ ყველაფერს ვერ იაზრებ, მაგრამ, იმდენად დიდ ენერგიას იღებს ხალხისგან, ისეთი დადებითი დამოკიდებულება მოდის, რომ თითქოს ეს გიმსუბუქებს ამ დაღლილობას.. ბევრი დადებითი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ ის მომენტიც არის, როცა აღარ გინდა..
- საკუთარ შვილს ამ გზას გაატარებდით?
- თუ ეს ნიკოლოზის სურვილი იქნება, კი. მე ყველანაირად შევუწყობ ხელს. ყველაფერს სჭირდება შრომა და ნებისმიერ საქმეში იღლება ადამიანი, მთავარია, ეს დაღლა იყოს სასიამოვნო საქმით გამოწვეული და არა იმით, რაც სიამოვნებას არ განიჭებს. ჩემთვის მთავარია ის საქმე აკეთოს, რაც მას ენდომება და იმ დაღლასაც ერთად გადავიტანთ.
ციცი ომანიძე