გააგრძელეთ ინტერნეტშეტევა ჩემზე და ჩემს ოჯახზე ნინი ქარსელაძე მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მორიგი პოსტით გამოეხმაურა:
"რა მაგარია, რომ ამდენი ვართ! ვერ მომერევით ვერც თქვენი კომენტარებით და ვერც თქვენი აგრესიით!!! ჩემს უკან ჩემი ძალიან მაგარი ოჯახი, მეგობრები და საყვარელი ადამიანები დგანან!!! სიკეთე გაიმარჯვებს. ფეიკ ფეისფუქ გვერდები 28 რიცხვის შემდეგ ისე გაქრებიან, როგორც ის პოლიტიკური გუნდი, ვინც ცდილობს ამგვარი მეთოდებით ხალხის ფსიქოლოგიურად გატეხვას... ჩვენ ბევრნი ვართ, თქვენზე ბევრად მეტნი!!!!
P.S. დიახ, მე ვარ ნინი ქარსელაძე, ქართული ოცნების მხარდამჭერი და ვერანაირი თქვენი აგრესია ჩემს აზრს ვერ შემაცვლევინებს. გააგრძელეთ ინტერნეტშეტევა ჩემზე და ჩემს ოჯახზე, ეს მხოლოდ დადებითად მოქმედებს ჩემზე. ღამემშვიდობის".
ნინის მხარს უბამენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორც იცით, ნინის დედა ხათუნა ჟორდანიაა, მამა კი - თეკუჩა ქარსელაძე, რომელსაც დედამისი წლების წინ გაშორდა და მეორე ოჯახი შექმნა ზურა ხაჩიძესთან. ნინის პატარა და ჰყავს - ანასტასია ხაჩიძე.