ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში იპოვეს გორში გაუჩინარებულ 9 წლის გოგონა ნანიკო ბერიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოში იპოვეს.
9 წლის გოგონა რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდა. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლე იყო. როგორც სკოლაში აცხადებდნენ, ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა.