ცნობილია, რომ ნებიერიძე დანაშაულს არ აღიარებს გორში 9 წლის გოგონას საზარელი მკვლელობით შეძრული ხალხი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და 34 წლის იაგო ნებიერიძე დაკავებულია მას არასრულწლოვნის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი და ამ უმძიმესი ბრალდებით წარდგება სასამართლოს წინაშე. ცნობილია, რომ ნებიერიძე დანაშაულს არ აღიარებს. ის ბავშვის მკვლელობის ღამეს გორში, მისი საცხოვრებელი ბინიდან აიყვანეს. მომხდარ ტრაგედიაზე ვრცელი სტატია მოამზად გაზეთმა „კვირის პალიტრამ“, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:
გოგონას ბაბუის ძმა, ხვიჩა ბერიაშვილი ამბობს:
"ნანიკო ძალიან ჭკვიანი, ნიჭიერი და მოწესრიგებული ბავშვი იყო, უცხო ადამიანს არსად შეჰყვებოდა, ეს გამორიცხულია! ცხოველები ძალიან უყვარდა და ერთადერთი, თუ ეტყოდი, ძაღლს გაჩვენებო, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება შეჰყოლოდა ვინმეს... ფაქტია, ბავშვი ნაცემია. ეტყობა, ისე დაარტყა, რომ მოკლა. ყველგან ვეძებდით და თურმე მკვლელი ამ ხალხს შორის ტრიალებდა და ინფორმაციას ისმენდა. ძაღლი მოიყვანეს, ძაღლმა კვალი ერთ მხარეს აიღო და მთელი ხალხი იქით წავიდა. მან ამ მომენტით ისარგებლა და ბავშვი გვერდით ქუჩაზე ურიკით ჩამოატარა. სამშენებლო ნარჩენები ადრეც გაუტანია და ამას ყურადღება არავინ მიაქცია. ალბათ, წყალში აპირებდა გადაგდებას, მაგრამ ჩოჩქოლი რომ ატყდა, მიაგდო და წავიდა. გამაპატიოსნებინეთ ჩემი პატარა და მერე სახალხოდ უნდა დავწვა! მკვლელობისთვის უნდა გავსამართლდე, მაგრამ ჯიშჯილაგიანად ამოვწყვეტ. დაგვდევდა ყველას და ისმენდა, რა ხდებოდა. ჩვენ რომ მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე არ ჩაგვერია, ეს საქმე ასე ოპერატიულად არ გაიხსნებოდა. კახა გორელია და კაცური სიტყვა მომცა, 24 საათი არ დამჭირდება, საქმე თითქმის გახსნილი მაქვს, გათენდება და გეცოდინება, ვინ არის მკვლელიო, მითხრა ღამის 4 საათზე. მადლობა მას. იმ სახლს მე დავანგრევ, სადაც ეს დანაშაული მოხდა, იქ ვერ იცხოვრებს ვერავინ. ამ ბავშვის სიკვდილს ვის შევარჩენ?!
ჭირისუფალთან სამძიმრის სათქმელად უამრავი ადამიანიმივიდა. , მათ შორის გორის ეპარქიის სამღვდელოება, რომლებმაც წესი აუგეს პატარას და პარაკლისიც გადაუხადეს.
დაზაფრულები იყვნენ გორის მე-5 საჯარო სკოლის პედაგოგებიც და დამნაშავის დასჯას ითხოვდნენ. პარასკევს გოგონას სკოლაში გაკვეთილი არ ჩატარებულა. ამ დღეებში სკოლაში წარჩინებული მოსწავლეების ხუთეული უნდა გამოვლენილიყო და თურმე ნანიკო ამ ხუთეულის კაპიტანი უნდა ყოფილიყო.
სტატიის სრული ვერსია ნახეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 29 ოქტომბრის ნომერში. ან გახდით საიტის ხელმომწერი და იხილეთ სტატია სრულად