"საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა" საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის და ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "ვიტესის" ქართველი კაპიტნის, გურამ კაშია საკმაოდ აქტუალური პერსონაა და მასზე ბევრი ლაპარაკობს.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან:
ამონარიდები თამთას ინტერვიუდან:
- ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო... საკმაოდ მალე დავახლოვდით, ერთმანეთს კარგად გავუგეთ. ყველაფერი უცებ მოხდა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ თავადაც გაკვირვებულები ვიყავით. გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით: მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა. დიდი ქორწილი არ გვქონია, რადგან არც მე და არც გურამს არ გვქონდა ამის სურვილი. ჩვენი ერთად ცხოვრების დასაწყისი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში აღვნიშნეთ... თეთრი კაბის ჩაცმასა და ქორწილზე არასდროს მიოცნებია. ალბათ ამიტომაც, საქორწილო კაბა ეკლესიიდან გამოსვლისთანავე გამოვიცვალე.
საუკეთესო მეუღლეა და ამავე დროს, ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა. რომანტიკული "ნატურა" არც ერთი არ ვართ. ცხოვრებას რეალური თვალით ვუყურებთ, ილუზიებით არ ვცხოვრობთ. ხასიათებითაც ახლოს ვართ ერთმანეთთან. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რის გამოც ჩვენს ოჯახში სრული იდილიაა.
...გურამმა ხასიათის სიმტკიცით, მიზანდასახულობითა და შრომისმოყვარეობით მომხიბლა. მას ისეთი თვისებები აქვს, რომელიც ჩემში მუდამ გაკვირვებას და ამავდროულად, აღფრთოვანებას იწვევს. ვისურვებდი, ოდესმე მეც მისნაირ ძლიერ პიროვნებად ჩამოვყალიბდე. სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთს რაღაცნაირად ვავსებთ.