როგორც სტატიიდან ვიგებთ, გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს, 19 ივლისს, თბილისში...
1975 წელს გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში გადასახლდა. 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ.
საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძეობა სახუმარო საქმე არ გახლდათ. 1981 წელს, გრიგოლმა გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა. თუმცა, ვაშაძის კარიერული წინსვლა (და არა მხოლოდ მისი, არამედ სიმამრისა და მამის) ერთმა ამბავმა შეაფერხა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ამ ამბის შემდეგ ის გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.
შვილები
ზემოთ დავწერე, რომ გრიგოლ ვაშაძის კარიერა ერთმა ამბავმა დაასრულა, ეს მისი ოჯახური დრამა გახლდათ:
მისი მეუღლე, ნატაშა ალხიმოვა ჯერ კიდევ გათხოვებამდე მეგობრობდა ცნობილ პიანისტთან, ანდრეი გავრილოვთან. მეგობრობა გაღრმავდა და 1985 წელს გაირკვა, რომ ნატაშამ ქმარი მიატოვა და ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ გავრილოვთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი, ლონდონში გადასახლდა განგრძეთ კითხვა