"კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვექნება - რამდენიმე დღე გვამეცადინებენ, რეპეტიციებს გავივლით..." მომღერალი ნინი შერმადინი ბულგარეთში, სილამაზისა და ტალანტის საერთაშორისო კონკურსზე - მის Planet 2018 გაემგზავრა. მომღერალს გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, Mercedes-Benz Fashion Week ზე შევხვდით და ვესაუბრეთ...
გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:
"ახლა ცოტათი მეცინება, რადგან მე და მოდელობა ერთმანეთისგან ყოველთვის შორს ვიყავით, მაგრამ თვითონ კონკურსის წარმომადგენლებმა (საქართველოში იყვნენ ჩამოსულები) შემარჩიეს - მორჩა, სხვა კანდიდატი არ განიხილება, ნინი უნდა წავიყვანოთო. თავად დამპატიჟეს და ყველა ხარჯი ამინაზღაურეს. პირდაპირ კონკურსის ფინალში ვარ მიწვეული, ანუ საქართველოს მე წარვადგენ..."
"სცენა და პოდიუმი ჩემთვის ერთი და იგივეა (თუმცა ალბათ, პოდიუმს თავისი სპეციფიკა აქვს). ამიტომ არა მგონია, დავიბნე. კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვექნება - რამდენიმე დღე გვამეცადინებენ, რეპეტიციებს გავივლით..."
განაგრძეთ კითხვა