"დედა რომ დავასაფლავე, კონცერტზე დავუკარი,იმიტომ რომ ბიჭები ახალ წელს უფულოდ არ დარჩენილიყვნენ" მართალია, დათო ევგენიძის სახელი და გვარი საზოგადებისთვის უცხო ნამდვილად არ არის, მაგრამ გადაცემა "ფარულმა კონვერტმა" სულ სხვანაირი დათო გაგვაცნო. თავად მუსიკოსს ამ თემის გასაჯაროება არ უნდოდა, თუმცა ცუდი იმაში ნამდვილად არაფერია, როცა იმ სიკეთის შესახებ საუბრობენ, რომელმაც ერთ, სრულიად უცნობ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა.
საკუთარი დედის გარდაცვალებით დამძიმებული დათო, ტაქსიში ჩაჯდა და მანქანის შუქზე შეამჩნია, რომ მძღოლს სახე აჭრელებული ჰქონდა. ალბათ ძალიან ძნელი მოსასმენია, ადამიანი რომ გეუბნება, სიცოცხლის სამი თვე დამრჩაო. ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა დათოზე, რომ უმოკლეს ვადაში მოახერხა სოლიდური თანხის მობილიზება და უცნობს ღვიძლის ოპერაცია დაუფინანსა. კაცს, რომლის სახელიც კი არ იცოდა და ტელეფონში "ღვიძლის" სახელით ეწერა... მისი ჯანმრთელობისთვის აღებულ ვალს კი თურმე დღემდე იხდის, თუმცა ეს უკვე უმნიშვნელოა, როცა ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარიო, -ამბობს მუსიკოსი.
თეკლა ჟვანია
დათო ევგენიძის 4 შვილი და ექვსი შვილიშვილი - საოჯახო ალბომი (ფოტოები)