თუ რამე ძალა მქონდა, მთლიანად მოვიკრიბე და მივაჯახუნე კარი მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ პრობლემას ეხმაურება - ადამიანებს, რომლებიც ბინების კარებზე აკაკუნებენ, დახმარებას ითხოვენ და საკმაოდ ხშირად, ამას აგრესიულად აკეთებენ და ბევრი ამბობს, რომ თაღლითობენ კიდეც.
"ერთხელ მესმის კარზე გაუჩერებელი კაკუნი, გავაღე და დგას ქალი, სადღაც ასე 60 წლამდე, მაგრამ ძლიერი ქალები რომ არიან, ეგეთია. ბავშვების დასახმარებელ თანხას ვაგროვებო და რამით ხომ ვერ დამეხმარებითო. მედო ფული და 5 ლარი მივეცი, მადლობაო და განაგრძო კაკუნი სხვა კარზე.
გადის 1 კვირა და ისევ კაკუნია... ვაძინებ ბავშვებს და ვერ ვაღებ. არ ჩერდება ნუ, აი, ინგრევა კარი... ავდექი, გამოვედი და ისევ ეს ქალი დგას, მიღიმის და ხომ ვერ დამეხმარებითო. ვიცანი, რომ ისევ ის იყო... უბრალოდ ამ მომენტში ფული აღარ მედო და რაც მქონდა ხურდები, ავიღე და მივეცი, სადღაც 60-80 თეთრი. უცებ ეს ღიმილი შეეცვალა და უსაზიზღრესი სახე მიიღო...
არც მადლობა უთქვამს, არც არაფერი და უცებ მესმის ხმა, "ჩაილაპარაკა" - ეს რა არის, მათხოვარი კი არ ვარ!
ქალბატონო, რაც მქონდა მოგეცით-მეთქი.
ხო, სულ ეს გქონდაო, - კიდევ მესმის და გატრიალდა.
თუ რამე ძალა მქონდა, მთლიანად მოვიკრიბე და მივაჯახუნე კარი. იმის მერე აღარ მოსულა რამდენიმე თვე.
5 წუთის წინ მესმის კარზე ბრახუნი. ვერ ვაღებ, საჭმელს ვუკეთებ ბავშვებს, ხელები მაქვს დასვრილი... მაინც არ ჩერდება და აბრახუნებს გამწარებული... (ისე მაინც იცოდეთ, რომ ხანდახან კარს როცა არ აღებენ, შეიძლება არ უნდოდეთ გაღება და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა შეუნგრიო საცხოვრებელი კარი). მივირბინე და გავიხედე...
დავინახე ისევ ეს ქალი, იმავე ვითომ მომღიმარი სახით. გავაღე, თავი გავყავი და მიყურებს. მესალმება: "მმ გამარჯობაა".
მე ირონიულად მომღიმარი სახით ვპასუხობ: აა, ვიცი რაზეც ხართ, ჰოდა არ მაქვს, ნახვამდის.
სახე ხო აელეწა, ეგ ღიმილი უცებ შეიცვალა გესლიანი სახით, აი, ისეთით, გულში რომ მოგაწყევლიან...
ჰოდა, ვინც ხარ ბახტრიონზე ამ კორპუსში მოსიარულე, "ბავშვების დასახმარებელ ფულს რომ აგროვებ" ვითომ, შენნაირების გამოა, ადამიანებს სიკეთის კეთება რომ აღარ უნდათ და უხარიათ, უმადურო..."
თეკლა ჟვანია
2 შვილის დედის ნუკა კვალიაშვილის ნავარჯიშევი სხეული ბევრს აოცებს