თითქმის 35 წელი გავიდა გუნდას პირველი მულტფილმის შექმნიდან და ის დღემდე დიდებისა თუ პატარების საყვარელ გმირად რჩება. თითქმის 35 წელი გავიდა გუნდას პირველი მულტფილმის შექმნიდან და ის დღემდე დიდებისა თუ პატარების საყვარელ გმირად რჩება. ფუმფულა და საყვარელი გუნდა ერთნაირად უყვარს როგორც უფროს თაობას, რომელიც ამ მულტფილმთან ერთად გაიზარდა, ისე ბავშვებს. გადაწყვიტა "პალიტრა L - მა" ანიმაციის გათანამედროვება, რომლის პრემიერაც 24 ნოემბერს, შაბათს 12:00 საათზე კინო-თეატრ ამირანში გაიმართება.
როგორც "პალიტრა L -ის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნათია ზაქრაძე განმარტავს, გუნდას გმირზე მუშაობა 3 წლის წინ დაიწყეს.
"გუნდაზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო პროცესი იყო. ჩვენი მიზანი იყო წინა თაობების საყვარელი ქართველი პერსონაჟი, თოვლის გუნდა თანამედროვე ბავშვებისთვისაც ასეთივე ახლობელი ყოფილიყო. თავიდან მუშაობა ილუსტრაციაზე დავიწყეთ, თოვლის გუნდა მხატვარ ლელა ცინაძის მიერ დაიხატა. შემდეგი საფეხური კი პერსონაჟის ახალი ისტორიებისა და თავგადასავლების მოფიქრება იყო. ზღაპრები თანამედროვე საბავშვო მწერლების, ვასო გულეურისა და ნათია ჯანაშიას მიერ დაიწერა. ამ დროისთვის 20-ზე მეტი წიგნია გამოცემული, რომლის მთავარი გმირიც სწორედ გუნდაა. ისეთ დიდ სიყვარულს გამოხატავდნენ ბავშვებიც, რომ პროექტი კიდევ უფრო განვავითარეთ და მალე გუნდა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების მთავარ გმირად ვაქციეთ. შევქმენით უნიკალური სამაგიდო და მეხსიერების თამაშები თოვლის გუნდას ილუსტრაციებით. დავამზადეთ რამდენიმე სახეობის ფუმფულა თოჯინა, სასკოლო, საკანცელარიო ნივთები, საშობაო თოვლის ბურთები, ე.წ. შნოწბალლ-ები და სხვა.
წინასაახალწლოდ კი საზოგადოებას განსაკუთრებული საჩუქარი, ჩვენთვის, ყველასთვის ნოსტალგიური თოვლის გუნდას განახლებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ელის. - განმარტავს ნათია ზაქრაძე.
მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ელოდებათ: გასართობი ღონიძიება, გათამაშება, თოვლის გუნდას წიგნებისა და ფუმფულა სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა დიდი ფასდაკლებით.
ფილმის ნახვა უკვე ინტერნეტშიც შესაძლებელია: