ცნობილი მსახიობი მილა იოვოვიჩი ჰოლივუდში განსაკუთრებით გარეგნობით ყოველთვის გამოირჩეოდა ცნობილი მსახიობი მილა იოვოვიჩი ჰოლივუდში განსაკუთრებით გარეგნობით ყოველთვის გამოირჩეოდა. "მეხუთე ელემენტში" გამობრწყინებულმა გოგონამ, ნამდვილად არამიწიერი გარეგნობით უცებ მოხიბლა მაყურებელი... მას მერე ბევრი წელი გავიდა. მილა უკვე ორი შვილის დედაა, თუმცა ისეთივე ლამაზი და რაც ყველაზე საინტერესოა, ულამაზესი ქალიშვილები ჰყავთ.
ყველაზე მეტად მას 11 წლის ქალიშვილ ევა გაბო ანდერსონს ამსგავსებენ, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავების შვილებს შორის ერთ-ერთ უალამზესად მიიჩნევა.
ევა გაბო და დაშიელ იდენი მილას რეჟისორ პოლ ანდერსონთან ქორწინებიდან ჰყავს. წყვილმა 2009 წელს იქორწინა, 7-წლიანი ურთიერთობის შემდეგ. მანამდე მილა ორჯერ იყო დაქორწინებული - მსახიობ შონ ანდერსონსა და რეჟისორ ლუკ ბესონზე.