ჩემი ცხოვრების ადამიანი რაღაცებს სჩადის და მე ვეთანხმები, ყველაფერში გვერდში ვუდგავარ მოგეხსენებათ, დავით ქაცარავა თანამებრძოლებთან ერთად, უკვე რამდენიმე თვეა საოკუპაციო ხაზთანაა დაბანაკებული, თვალყურს ადევნებს რუსების თითოეულ ქმედებას და რამდენადაც ეს შესაძლებელია, წინააღმდეგობს უწევს მათ თავგასულობას.
დღეს კვლავ განახორციელა ფეისბუქლაივი ატოციდან, სადაც რუსების უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, რაც ქაცარავს თქმით, საოკუპაციო ხაზის კიდევ გადმოწევას მოასწავებს. დამეთანხმებით ალბათ, უყურო საკუთარ მეუღლეს,რომელსაც თავზეხელაღებული რუსი იარაღს უმიზნებს, ძალიან რთულია. ცრემლმორეული სოფია ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავს მეუღლე, სწორედ იმ ემოციებზე წერს, რაც ვიდეოს ყურებისას დაეუფლა:
"ახლა ვზივარ სახლში და არეული გრძნობების გამო ვტირი. რა ვქნა, რა მოვიმოქმედო? ჩავკეტო და არ გავუშვა? დედა, რა გატირებს? - მეკითხება ქეთი. აბა, რა ავუხსნა? დე, მამიკო რუსი იარაღიანი ჯარისკაცების წინ დგება და სროლა მოგიწევსო, ამას ეუბნება-თქო, ეს ვუთხრა? ჩემი ცხოვრების ადამიანი რაღაცებს სჩადის და მე ვეთანხმები, ყველაფერში გვერდში ვუდგავარ. ერთის მხრივ შიშით გული მისკდება და ამავე დროს ამ სამივე შვილით მივალ და მეც ვუყვირებ, მესროლეთ-თქო - მართლა ამ აზრზე ვარ!
ათჯერ ვუყურე დღევანდელ ვიდეოს. აი, რუსულად რომ ეუბნება ირაღიანებს რაღაცეებს, თან ის ფოტოს რომ უღებს ჩემს ქმარს, მაგ მომენტზე ღრიალით ვსკდები. არ ვიცი, რა ვქნა, მართლა რაღაც ძალიან უცნაური ხდება ჩემს და ჩემი ოჯახის თავს.
ეს ცხოვრება წამია და დაე ღირებულ წამად შედგეს ყოველი ჩვენგანისთვის".
თეკლა ჟვანია