"წითელას შემთხვევების ერთი მესამედი ისე მიმდინარეობს, რომ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას"
ზამთრის სეზონზე გავრცელებული დაავადებების გამო სულ უფრო და უფრო აქტიურდება კითხვები, რომელებიც აცრებს უკავშირდება. ბოლო დროს ხშირად გვწერენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ავიცრათ მენინგიტზე. ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გვპასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი.
- მენინგიტი არის სინდრომი, რომელსაც იწვევს სხვადასხვა გამომწვევი. მაგ. პნევმოკოკის აცრა გვიდევს გეგმიურ ვაქცინაციაში. მოგეხსენებათ, პნევმოკოკი არის მენინგიტების გავრცელებული გამომწვევი. პირველ რიგში, როცა მენინგიტზე ვსაუბრობთ, უნდა გავარკვიოთ მის რომელ სახეობას ვეხებით. კონკრეტულად მენინგიტზე აცრა, ეგეთი რაღაც არ არსებობს. არსებობს რამდენიმე მიკრობის საწინააღმდეგო აცრა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მენინგიტი.
მენინგიტის 10 სიმპტომი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა იცოდეს
- წითელას შემთხვევების ერთი მესამედი ისე მიმდინარეობს, რომ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. გვყავს წითელას გამწვავებული და გართულებული ფორმით პაციენტები. მიუხედავად იმისა რომ წითელას ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ის შეთავაზებულია ყველა ასაკობრივი კონტიგენტისთვის, აქტივობა და მომართვიანობა არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება, ჩუტყვავილას, მასზე აცრა არ არის გეგმიური ვაქცინაციის ნაწილი. სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ აიცრან.
- ეს მდგომარეობას არაფრით არ შეამსუბუქებს ავადობის მხრივ, იმიტომ, რომ ახლა არის რესპირაციული ვირუსების გავრცელების აქტიური პერიოდი და რამდენიმე სახის ვირუსი ცირკულირებს, მათ შორის არის გრიპის ვირუსიც და სამწუხაროდ, სკოლებისა და ბაღების ადრე დათხოვნა არ არის გამოსავალი ავადობის შესამცირებლად. ამიტომაც ამ რეკომენდაციის საჭიროება არ არის. შემიძლია, რჩევის სახით ვთქვა, რომ სკოლებსა თუ ბაღებში ოთახები ხშირად განიავდეს და ადმინისტრაციამ ავადმყოფი ბავშვები არ დაუშვას. დანარჩენი ეს არის განათლების სამინისტროს კომპეტენცია, თუ ისინი თვლიან, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ მიმდინარეობს, მაშინ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.
რუსკა კილასონია