ეს სულხან-საბას უნიკალური პორტრეტია "ქართველი თავადი, ბერი, მწერალი, მეიგავე, ლექსიკოგრაფი, დიპლომატი, მოგზაური სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725), ახალგაზრდულ ასაკში შექმნილი პორტრეტი სრული გამოსახულებით, ორიგინალი", - ამ წარწერით გამოაქვეყნა ფოტო ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი ქავთარაძემ, რომელიც უნიკალური ფოტოს ისტორიას გვიყვება:
- ეს სულხან-საბას უნიკალური პორტრეტია! საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას გაციფრებული სულხან-საბას პორტრეტი აქვს, მაგრამ შავ -თეთრი ვარიანტი არქივიდან, მაგრამ ეს ორიგინალია და ქართული საზოგადოებისათვის უცნობი... სულხან-საბას პორტრეტებს ვიცნობდით ასაკიანი გამოსახულებით აქ
კი, როგორც ხედავთ ახალგაზრდაა - 25-30 წლის. იმ ასაკში, როცა "სიბრძნე სიცრუისას" წერდა. ეს პორტრეტია გამოსახული "სიბრძნე სიცრუისას" ორიგინალ ხელნაწერზე, რომელიც რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება.
- როგორ მოიპოვეთ?
- გამომიგზავნეს სანკტ-პეტერბურგის ეროვნული ბიბლიოთეკიდან... ალბათ ბიბლიოთეკასთან შეიძლება მოლაპარაკება და საქართველოში გამოფენის მიზნით მცირე ხნით ჩამოტანა. ამით კულტურის სააგენტო და სამინისტრო უნდა დაინტერესდნენ!წაიკითხეთ სრულად