ნაძვის ხეები სოციალურ ქსელში "გამოფენა" გრძელდება ახალი წლის მთავარი აქსესუარის, ნაძვის ხეები სოციალურ ქსელში "გამოფენა" გრძელდება. ორიგინალური,"გაპრანჭული", სადა, დახვეწილი - თითქმის ყველანაირი ნაძვის ხე ვნახეთ ფეისბუქში, თუმცა, რაიმე ტიპის კონკურსი რომ ყოფილიყო, თეონა თავართქილაძის ნაძვის ხე ყველაზე ორიგინალურების კატეგორიაში უდაოდ გამარჯვებული იქნებოდა.
მოგეხსენებათ, 2019 წლის მთავარი ფერი ყვითელია, თუმცა ალბათ რთულად წარმოსადგენია, როგორი შეიძლება იყო ყვითელი ნაძვის ხე. როგორც ირკვევა, თეონა თავართქილაძემ, იმისთვის რომ ტენდეციებს ბოლომდე მიჰყოლოდა, თეთრი ნაძვის ხე ყვითლად შეღება და შავი და ოქროსფერი სათამაშოებით სადად მორთო. ყვითელი ფერი იმდენად მომგებიანია, რომ რამდენიმე სათამაშოც კი საკმარისი აღმოჩნდა გასაოცარი ეფექტის მისაღებად.
ორიგინალურობით გამოირჩევა წარმატებული ტელეჟურნალისტების მასწავლებლის, ლექტორის, პროფესორ მანანა ითონიშვილის ნაძვის ხე, რომელსაც ფრინველები, უფრო ზუსტად კი თეთრი ფარშევანგები ამშვენებენ.
ინგა გრიგოლიას უზარმაზარ ნაძვის ხეს ტრადიციულად მისი შვილი მარიამი აწყობს ხოლმე. მისი საახალწლო აქსეააური გამორჩეული იმითაა, რომ სათამაშოების ნაცვლად ყვავილებითაა შემკული.
მომღერლმა ნეკა სებიკსკვერაძემ კი ნიკოლოზობის აღსანიშნავად, თავის პატარა ნიკოლოზთან ერთად იპოზიორა ნაძვის ხესთან და პოზიტიური ფოტოები ინტერნეტმომხამრებელს გაუზიარა.
თეკლა ჟვანია