ფონიჭალაში მდებარე 71-ე საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმზე პიროტექნიკა აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების სიმძლარემ საშინელი პანიკა გამოიწვია და საფრთხე შეუქმნა ბავშვებსა და დამსწრე საზოგადოებას.
სოციალურ ქსელში ამ ამბის ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ფაქტი რომ ნამდვილად თბილისში, 71-ე ბაღში მოხდა, ტელეკომპანია მაესტროს ყველა უწყებამ დაუდასტურა. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა, ვინ არის დამნაშავე - რომელიმე მშობელი თუ ბაღის ადმინისტრაცია.