რუსულ პრესაში ერიკა კიკნაძეს კაია გერბერის ორეულს უწოდებენ. ეგ კი არა, ზოგი წერს, ერიკა უფრო საინტერესოდ გამოიყურებაო.
ერიკა ცნობილი რუსი ტელეწამყვანის ივან ურგანტის გერია - მისი ქართველი ცოლის, ნატალია კიკნაძის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან. სანამ ივან ურგანტს გაჰყვებოდა ცოლად, ნატალია ბიზნესმენ თემურ კუტალიასთან იყო ქორწინებაში და მასთან ორი შვილიც გააჩინა. ოჯახის დანგრევის შემდეგ, ნატალიას უფროსი შვილი - ნიკო მამასთან დარჩა საცხოვრებლად, ერიკა კი დედამ წამოიყვანა.
წლების შემდეგ ნატალია ბავშვობის სიყვარულს ივან ურგანტს შეხვდა და მათ იქორწინეს. საერთო შვილიც გაუჩნდათ - ნინა. გოგონა ახლა 10 წლისაა, ერიკა კი - უკვე 18-ის.
ერიკას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მამობილთან და ხშირად ახლავს სხვადასხვა ღონისძიებაზე. პაპარაცებიც ყოველთვის უღებენ ფოტოებს და აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ ნაკვთებს.
ერიკას თავადაც უყვარს ფოტოკამერების წინ პოზირება და ცნობილი ჟურნალებიც ბეჭდავენ მის ფოტოებს.
სწორედ ჟურნალისტებმა შენიშნეს მისი მსგავსება სინდი კროუფორდის ქალიშვილ კაია ბერგერთან, რომელიც უკვე ცნობილი მოდელია.