რეჟისორ ლევან (ჭოლა) წულაძეს და მსახიობ მანანა კაზაკოვას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. თინათინ წულაძე, რომელიც საოცრად ჰგავს დედას, სუხიშვილების მოცეკვავეა.
თინათინის გათხოვების ამბავი იმდენად რთული საკითხი იყო ჭოლასთვის, რომ ამაზე ხუმრობითაც არ ესაუბრებოდნენ.
თუმცა დადგა ის დღე, როცა თინათინის და მისი რჩეულის, გიორგი კოტეტიშვილის სასიყვარულო ურთიერთობას ოფიციალური სახე მიეცა.
როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, წყვილმა მეგობრების წრეში აღნიშნა ნიშნობა. თინათინისა და გიორგის ფოტო სიდედრმა მილოცვით გააზიარა და ბავშვებს ბედნიერება უსურვა.
რაც შეეხება თინათინის რჩეულს, გიორგიც 23 წლისაა და ერთ-ერთ კომპანიაში სპორტულ მენეჯერად მუშაობს.
ექნება თუ არა ჭოლას ერთადერთ ქალიშვილს ქორწილი და სად იცხოვრებს წყვილი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ჭოლამ ცოტა ხნის წინ პლეხანოვის სახლი გაყიდა და საცხოვრებლად ოქროყანაში გადავიდა.
თინათინი და გიორგი
თეკლა ჟვანია