სამყაროს თუ ხელახლა შეიცნობ და უბრალოდ ადევნებ თვალს, როგორ იზრდება ის დღითი დღე - ეს საუკეთესო რამაა ამქვეყნად ეს სიტყვები ცნობილ მოდელს, ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონს მირანდა კერს ეკუთვნის, რომელიც მარტო ზრდის ერთ ვაჟს და ამბობს, რომ უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს შვილთან ურთიერთობა.
- ცხოვრების საუკეთესო მომენტებს მაინც ბავშვთან ვატარებ. ერთად ვთამაშობთ, ბუნებაში გავდივართ ან უბრალოდ ვლაპარაკობთ და ეს ყოველთვის სიხარულის მომნიჭებელია. ცხოვრებას თუ შვილის თვალებით შეხედავ, სამყაროს თუ ხელახლა შეიცნობ და უბრალოდ ადევნებ თვალს, როგორ იზრდება ის დღითი დღე - ეს საუკეთესო რამაა ამქვეყნად!
ჯერ ადრეა სრულყოფილ აღზრდაზე ლაპარაკი: ფლინი ჯერ ოთხი წლისაც არ არის. ამიტომ ვცდილობ, მთავარი მივცე - სიყვარული. ვადევნებ თვალს მის განვითარებას, არ ვივიწყებ სწორ კვებას. ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანატოლებთან.