მუსიკოსი აჩიკო გულედანი დღეს მეორედ დაქორწინდა. მისი რჩეული ყოფილი მოდელი და მომღერალი გვანცა ჯაფარიძეა. გვანცა ცნობილი კონკურს "საქართველოს ვარსკვლავიდან" გახდა, მიმზიდველმა გოგონამ მაშინვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, თუმცა მოდელობას თავი მალევე დაანება და სიმღერასთან ერთად პიარ-მარკეტინგულ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა კონპანიაში.
გარდა მუსიკის სიყვარულისა, წყვილს მშობლიური კუთხეც აკავშირებს - ორივე სვანია და ორივეს განსაკუთრებულად უყვარს ეს მხარე.
გვანცა და აჩიკო კარგა ხნის მანძილზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამას არც მალავდნენ, საზოგადოების თავშეყრის ადგილებშიც ერთად ჩნდებოდნენ და სოციალურ ქსელშიც აქვეყნებდნენ საერთო ფოტოებს. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა არც ისე მცირეა - აჩიკო 45 წლისაა, გვანცა კი - 25, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მათი ურთიერთობისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა და დღეს ოფიციალურად დააგვირგვინეს სიყვარული.
გვანცასთვის ეს პირველი ქორწინებაა, აჩიკოსთვის კი - მეორე. მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი და ცნობილი რადიოწამყვანი ნინი ბუკია გახლდათ, რომელმაც შემდეგ პიარში გადაინაცვლა და წარმატებული კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი იყო. აჩიკოს და ნინის ორი შვილი ჰყავთ.
ქორწილში გვანცას სადა თეთრი კაბა ეცვა. აჩიკო კლასიკურ სამოსში ელეგანტურად გამოიყურებოდა.
თეკლა ჟვანია
ჭოლას ერთადერთი ქალიშვილი გათხოვდა - ვინაა თინათინ წულაძის რჩეული? (ფოტოები)