ძილის დარღვევა ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია. ძილის დარღვევა ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია. დღეს უკვე აღიარებულია, რომ ხანგრძლივად მიმდინარე ძილის დარღვევა უარყოფითად აისახება ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, იმუნურ სისტემაზე, გონებრივ განვითარებასა და დასწავლის უნარზე. ცნობილია, რომ ძილის დეფიციტის ფონზე უარესდება მეხსიერება და ყურადღების კონცენტრირება, აგრეთვე, შემოქმედებითი აზროვნება. ამასთან რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა პერიოდის შემდეგ გამოვლინდება ეს დარღვევები და რამდენად შექცევადი იქნება ისინი. გასათვალისწინებელია, რომ მოზრდილებში ძილის დეფიციტი დღის მანძილზე საერთო აქტივობის დაქვეითებით გამოვლინდება, მაშინ როდესაც ადრეული ასაკის ბავშვები ჰიპერაქტივობისკენ არიან მიდრეკილნი.
როგორც ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე განმარტავს, ძალიან მნიშვნელოვანია ძილის ნებისმიერი ტიპის დარღვევის გამოვლენა ადრეულ ეტაპზევე. მისივე თქმით, დიაგნოსტიკისთვის შეიძლება ვიხელმძღვანელოთ ძალიან მარტივად და პასუხი გავცეთ სულ სამ შეკითხვას:
ხომ არ უჭირს თქვენს პატარას ჩაძინება, ან ხომ არ ეღვიძება ღამის განმავლობაში რამდენჯერმე? ხომ არ ამჩნევთ დღის მანძილზე მომატებულ ძილიანობას? ხომ არ აღენიშნება რაიმე ტიპის დისკომფორტი, ან უცნაური ქცევა ძილის დროს? ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ერთ კითხვაზე მაინც დადებითი პასუხი წარმოადგენს ჩვენებას, რომ ბავშვის ძილი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული.
"ძალიან მნიშვნელოვანია ძილის სწორი რეჟიმისა და ჰიგიენის ორგანიზება და უზრუნველყოფა ადრეული ასაკიდანვე. შექმენით ძილისთვის შესაფერისი გარემო: ნაცნობი ოთახი, ავეჯი და საგნები, კარგად დარეგულირებული ოთახის ტემპერატურა, დაბნელებული და მშვიდი ოთახი, რეკომენდებულია: ძილისწინა რიტუალი და რუტინა, ძილის რეჟიმი - დადგენილი დრო დაძინების და გაღვიძებისათვის, მათ შორის დასვენების დღეებსა და დღესასწაულებზე, დასაძინებლად წასვლა, როდესაც ბავშვი ამისათვის რეალურად მზადაა, მოდუნებულია და რეალურად ეძინება, მშობლების გარეშე დაძინება, საწოლში მარტო ძილი, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა დღის მანძილზე. არ არის რეკომენდებული: ემოციური და ფიზიკური გადაძაბვა უშუალოდ ძილის წინ, ფიზიკური ვარჯიში გვიან საღამოს, კოფეინის შემცველი სასმელი/საკვები საღამოს საათებში, თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება (აქტუალურია თინეიჯერებში), მსუყე ვახშამი გვიან საღამოს, დღის მანძილზე ჭარბი ძილი, ან დღის ძილიდან გვიან გამოღვიძება,ლოგინში ხანგრძლივად დარჩენა, თუ ძილი არ დგება," - განმარტავს თამარ ედიბერიძე.
"გარდა ამ მეთოდებისა შესაძლებელია გამოვიყენოთ უსაფრთხო, ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატი "დორმიკინდი", რომელიც სპეციალურად შერჩეული შემადგენლობის წყალობით ეხმარება ბავშვებს, დაიბრუნონ ძილის ნორმალური რეჟიმი. "დორმიკინდი" უზრუნველყოფს გადაჭარბებული გაღიზიანებისა და შფოთვის მოხსნას, აღადგენს ძილის სტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ დორმიკინდი ბუნებრივი კომპონენტებისაგან შედგება, არ წარმოადგენს საძილე ან სედაციურ საშუალებას, ამიტომ არ იწვევს მოდუნებასა და ძილიანობას," - დაამატა მან.
"დორმიკინდის" მიღება ნებადართულია დაბადების პირველივე დღეებიდან. 0-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. რეკომენდებულია, ტაბლეტები გაიხსნას ერთ ჩაის კოვზ წყალში.
R