როდესაც სახეზეა კვებითი ალერგია, საკმარისია გაიწმინდოს კუჭ-ნაწლავი რჩევები ექიმი კომაროვსკისგან:
ალერგია არსებობს კვებითი, რესპირატორული, კონტაქტური და მრავალი სხვა სახის. ყველაზე ეფექტური მკურნალობა არის ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტა.
თუ ალერგენი მოხვდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, საჭიროა კუჭის გამორეცხვა და გამწმენდი ოყნის გაკეთება. ბავშვები სიცოცხლის პირველ ნახევარში ჭამენ არა იმდენს, რამდენიც უნდათ, არამედ იმდენს, არამდენიც ჩაეტევათ. ამ დროს მიღებული საკვები ვერ ასწრებს მონელებას, იწყება ლპობის პროცესი და იწყება ალერგიული რეაქციები. ამისათვის უნდა დაუწესოთ ბავშვს კვებებს შორის შუალედები. ალერგოსინჯები 3 წლამდე არანაირ ინფორმაციას არ იძლევა. თუ მშობელს უნდა ამ გამოკვლევების ჩატარება, რა თქმა უნდა, უარს ამაზე არავინ არ ეტყვის, მაგრამ ეს არანაირი შედეგის მომტანი არ არის. როდესაც სახეზეა კვებითი ალერგია, საკმარისია გაიწმინდოს კუჭ-ნაწლავი, მიეცეს დიდი რაოდენობით სითხე და აქტივირებული ნახშირი. ეს საკმაოდ ეფექტური ანტიალერგიული მკურნალობაა. როდესაც ალერგიის გამომწვევი არის ესა თუ ის მცენარე და თქვენ იცით, როდის უნდა აყვავდეს იგი, საჭიროა ბავშვი დროებით მოარიდოთ იმ ადგილებს. თუ ვერ მოახერხებთ, რომ კონტაქტში არ გყავდეთ პატარა, მაშინ ექიმის მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ ანტიჰისტამინური საშუალებები, რათა შეუმსუბუქოთ მდგომარეობა, თუმცა მათი ხანგრძლივად გამოყენებაც არ არის რეკომენდებული. ნუ ინერვიულებთ. ალერგია ნელ-ნელა ასაკთან ერთად გავა. ბავშვს გამოუმუშავეთ იმუნიტეტი, მიაწოდეს სრულფასოვანი საკვები და პედიატრთან ერთად აკონტროლეთ პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ