ჩემი და ამერიკაშია გათხოვილი. ერთ ზაფხულს მამა მიიწვია სტუმრად. მამა ტრადიციული მეგრელი კაცია. მოისიყვარულა შვილის ოჯახი და ორ კვირაში უკან დაბრუნება გადაწყვიტა. მართალია, ეხვეწნენ კიდევ დარჩენილიყო, მაგრამ ხომ იცით მეგრული თავმოყვარეობა...
10 საათიანი ფრენის შემდეგ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის აეროპორტში მოუწია რამდენიმე საათიანი ლოდინი თბილისის თვითმფრინავისთვის. მამა ასაკშია, თან დაღლილი იყო და აეროპორტის მოსაცდელში სკამზე ჩასძინებია. ეს ამბავიც იქ გადახდა.რაღაცის ძლიერმა დაჯახებამ გამომაღვიძა.
"თვალი რომ გავახილე ვხედავ, დიდ მკერდიანი, ზორბა ქალი მადგას თავზე. მე მეგრულად შევუკურთხე: ამხელა აეროპორტში მე რომ არ დამეტაკო სხვა ვერავინ ნახეთქო და რამდენიმე არასასიამოვნო სიტყვაც მივაყოლე. ქალი მიღიმის და მეგრულად მპასუხობს: ბოდიში ბაბუა, ფეხი ამიცურდა და თავი ვეღარ შევიკავეო. ეს უკვე კულმინაცია იყო, აქ მივხვდი, რომ კარგად არ არის ჩემი საქმე. ამ უცხო ქვეყანაში მოლანდებები დამეწყო, თორემ სად გინახავთ შუა ევროპაში, მეგრულად მოლაპარაკე? და გაიხაროს ამ მშვენიერმა არსებამ მდგომარეობიდან ისევ მან გამომიყვანა. ბაბუა, უნივერსიტეტში სწავლისას ჩემი საუკეთესო მეგობარი თბილისელი გოგო იყო და მეგრულიც მან მასწავლაო. შენ გაიხარე ბაბუა, დაჯექი გამაგონე ეგ ტკბილი ხმამეთქი. ვისაუბრეთ დიდხანს, აღმოჩნდა, რომ თბილისში მოფრინავს, სიურპრიზს უკეთებს თავისი სტუდენტობის მეგობარს. სად გავუშვებდი, ვთხოვე ეს ერთი ღამე ჩვენს ოჯახში გაეტარებინა.
შუაღამეს, აეროპორტში მამას დასახვედრად მისულებმა სახლში წამოვიყვანეთ ეს ქალბატონიც. ხვალ დიდი სუფრა მაქვს გასაშლელი, არადა ბაზარში წასვლასაც ვერ ვასწრებ. გზიდანვე, ტელეფონით შევედი www.MoMitane.ge-ს ონლაინ სუპერმარკეტის გვერდზე, შევუკვეთე ყველა პროდუქტი. www.MoMitane.ge-ს ყვავილების კატეგორიაში ლამაზი თაიგულიც შევარჩიე. ჩემს მიერ მითითებულ დროს www.MoMitane.ge-ს კურიერი სახლის კართან მელოდა ულამაზესი თაიგულით და პროდუქტებით დატვირთული. www.MoMitane.ge-ს დახმარებით ყველაფრის გაკეთება მოვასწარი და დღის ბოლოს ნამდვილი მეგრული სუფრა გავშალეთ. იყო სიმღერა და დიდი მხიარულება. ჩვენი სტუმარი ჩვენი საუკეთესო მეგობარი გახდა. ასეთი სასწაულებიც ხდება მოგზაურობისას.
R