საუკუნეთა მანძილზე გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი იროკეზის ტომის ინდიელებისათვის ყოველდღიური საკვები იყო. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე ისინი ყაბაყს ლობიოსთან და სიმინდთან ერთად თესავდნენ, რადგან მიაჩნდნათ, რომ ეს სამეული ერთად გაცილებით უკეთ იზრდებოდა და უხვ მოსავალს იძლეოდა.
მე-16 საუკუნეში ინდიელთა სუფრის ეს აუცილებელი საკვები ევროპელთა სუფრაზეც მოხვდა.
გახსოვდეთ, რომ ყაბაყი, ისევე როგორც კიტრი, ზრდისას აქტიურად ირთავს ნიადაგიდან პესტიციდებს, მძიმე მეტალებს, ამიტომ საკვებად მხოლოდ საიმედო ბიოლოგიური პროდუქტი უნდა შეარჩიოთ.
მომცრო ზომის ყაბაყი გარეცხეთ, გააცალეთ კანი და დაჭერით რგოლებად. მოხარშეთ.
ყაბაყი სწრაფად იხარშება, საკმარისია დაახლოებით 7-10 წუთი.
ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავს გადაწყვეტთ, სჯობს დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყაროთ ისე, რომ დაიფაროს. ამ გზით ვიტამინებს დაშლისაგან გადარჩენთ.
მოხარშული ყაბაყი დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გამოწველილი დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი. პიურე მზადაა!
გემრიელი და სასარგებლო ბოსტნეულის პიურე ხორცით 7 თვიდან
გასუფთავებული სტაფილო და კარტოფილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და დადგით ცეცხლზე. ბოსტნეული რომ დარბილდება, ჩაუმატეთ დაჭრილი ყაბაყი.
მოხარშვის შემდეგ ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ან წვრილად დაწილადებული ქათმის თეთრი ხორცი და დააბლენდერეთ, დაუმატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
1 წლის ასაკიდან ყაბაყი სხვადასხვა კერძის შემადგენლობაში შეგიძლიათ შეიტანოთ. მე მხოლოდ ერთ იდეას შემოგთავაზებთ გემრიელი და ყუათიანი საუზმისათვის.
ყაბაყის ოლადები 1 წლის ზემოთ პატარებისათვის
2 საშუალო ზომის ყაბაყი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. შეათქვიფეთ 2 კვერცხი, 4 სუფრის კოვზი რძე. დაამატეთ პურის ფქვილი იმ რაოდენობით, რომ არაჟნისებრი მასა მიიღოთ.
მიღებული მასა დაასხით მცირე ულუფებით კოვზით ზეთიან ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.
ყაბაყის მკვებავი ნიღაბი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყაბაყს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და ამდენივე თაფლი. 20 წუთის შემდეგ, ნიღაბს რომ ჩამოიბანთ, თქვენი კანი სრულად დატენიანებული და ნაზი იქნება!
მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე