"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები - მშობლები

"ბევრი წელი სრულიად მარტო ვიყავი, ახლა უბედნიერესი ვარ" - კახი კავსაძის გულახდილი ინტერვიუ და ოჯახური ფოტოები

2019-02-23 05:34:07+04:00

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა კახი კავ­სა­ძემ ცოტა ხნის წინ ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. ახლა კი რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აღარ აქვს, თავს კარ­გად გრძნობს და სურს სცე­ნას აქ­ტი­უ­რად და­უბ­რუნ­დეს... კახი კავ­სა­ძე ბოლო დროს თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს, რად­გან ოჯა­ხის წევ­რე­ბი ახ­ლოს ჰყავს და სურს, ეს რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს.

- სა­ნამ მე­უღ­ლე გვერ­დით მყავ­და, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი დუ­ნი­ა­ზე არა­ვინ იყო! შემ­დეგ იყო მრა­ვა­ლი მარ­ტო გა­ტა­რე­ბუ­ლი წელი... წელს ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ირინ­კა ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კი­დან და ჩემი ცხოვ­რე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა! ამე­რი­კა­ში წას­ვლის შემ­დეგ ირინ­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დენ ხანს არ ყო­ფი­ლა და სულ მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ახლა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, ყვე­ლა სახ­ლში ვი­ყა­ვით დი­დი­ან-პა­ტა­რე­ბი­ა­ნად, ცხოვ­რე­ბა მი­ხა­რო­და! ოპე­რა­ცია რომ გა­ვი­კე­თე, ჩემი შვი­ლი ირაკ­ლიც ჩა­მო­ვი­და. ვუ­ყუ­რებ­დით ირინ­კას გა­მოს­ვლებს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მშვე­ნივ­რად ცეკ­ვავს, ალ­ბათ თქვენც ასე ფიქ­რობთ...

alt"ამერიკაში რომ წავალ, ამ ადამიანს არ დავკარგავ" - ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ურთიერთობასა და სამომავლო გეგმებზე

- არ გქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ გა­ი­მარ­ჯვებ­და?

- ეგ თქვე­ნი, ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტი იყო! რა­ღაც მო­მეს­მა, ჩა­წყო­ბა იყოო და გლა­ხა ლა­პა­რა­კია ეგ... ვინ რა ჩა­ა­წყო, მი­ა­წყო და აა­წყო?! ყვე­ლა­ფე­რი ლა­მა­ზად იყო და არ მიყ­ვარს სხვა­ნა­ი­რი სა­უბ­რე­ბი! განაგრძეთ კითხვა