დღეს ბრედლი კუპერი ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მსახიობია. წლების წინაც აქტუალური იყო - როგორც ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ჰოლივუდელი ვარსკვლავი, რომელსაც ხმაურიანი რომანები აკავშირებდა რენე ზელვეგერთან, ზოე სალდანასთან და სხვებთან. მერე ირინა შეიკთან დაქორწინებამ აუწია პოპულარობის ზღვარი - მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალის მეორე ნახევარი გახდა. ბოლო პერიოდში კი ახალი მითქმა-მოთქმა აგორდა - ლედი გაგასთან ერთად ითამაშა ფილმში და სურათის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ორივე პარტნიორი ძალიან აქტიურად აღვივებს ჭორებს სასიყვარულო ურთიერთობაზე. სინამდვილეში რა ხდება, აქვთ თუ არა რომანი და რას ფიქრობს ამაზე ირინა შეიკი, ან არის თუ არა ეს მხოლოდ ფილმის პიარკამპანიის ნაწილი - ალბათ მალე შევიტყობთ... მანამდე კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მამაკაცის ბიოგრაფიის რამდენიმე დეტალს გაგაცნობთ.
ბრედლი კუპერი 1975 წლის 5 იანვარს დაიბადა ფილადელფიაში. "გრემისა" და "ბაფტას" მფლობელი მსახიობი არაჩვეულებრივად მღერის კიდეც - რაც მის ბოლო, ზემოხსენებულ ფილმშიც გამოჩნდა.
მამამისი ირლანდიელი ამერიკელია, ჩარლი კუპერი, რომელიც ბირჟის მაკლერად მუშაობდა. დედა გლორიას კი იტალიურ-ამერიკელი ფესვები აქვს.
ბევრმა არ იცის, რომ ბრედლის ბავშვობიდან ტანჯავდა საკმაოდ რთული დაავადება - ქოლესტეატომა. შუა ყურის ქოლესტეატომა ეპითელური სიმსივნური წარმონაქმნია, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ლორწოვან გარსთან ხვდება კონტაქტში და საკმაოდ რთული სამკურნალოა. 18 წლამდე ბრედლის არაერთი ოპერაცია ჩაუტარეს, რომ სმენა შეენარჩუნებინათ და ყურის პრობლემები საბოლოოდ ამოეძირკვათ.
ბრედლიმ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა, მომავალი პროფესია კი დევიდ ლინჩის "ადამიანი-სპილომ" აარჩევინა. ნიო-იორკში სამსახიობო ხელოვნების სკოლაში დაიწყო სიარული, მერე იყო პირველი პროექტები, პირველი სერიალები და აღიარებაც საკმაოდ მალე ეწვია. ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "ჯაშუში", ფილმებმა "პირობა არ ნიშნავს ქორწინებას", "ყველაფერი სტივის შესახებ" და ა.შ.
2006 წელს იქორწინა ჯენიფერ ესპოზიტოზე. მერე იყვნენ მის ცხოვრებაში რენე ზელვეგერი, ზოე ალდანა, სიუკი უოთერჰაუსი და... ირინა შეიკი. რომელთანაც უკვე ქალიშვილი ლეა ჰყავს.
იხილეთ ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის მიერ ემოციურად შესრულებული სიმღერა "ოსკარი 2019"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე.
ბრედლი კუპერის და ლედი გაგას ემოციური შესრულება 'ოსკარი-2019'-ზე
ირინა შეიკი "ოსკარების" წითელ ხალიჩაზე ქმარსა და დედამთილთან ერთად (ფოტოები)