1. სახის მოვლის ნაკრები - SCARLETT SC-CA301F02
სახის მოვლის საშუალება, რომელიც იდეალურია სახლის პირობებში მოსახმარად Scarlett Vita SPA SC-CA301F02 სახის კუნთებს ადუნებს, ხსნის კანის დაღლილობა-დაჭიმულობას. მისი ყოველდღიური გამოყენება ამცირებს სტრესისა და დაღლილობის დონეს. მოწყობილობის გამოყენება კანის მოვლის საშუალებებთან ერთადაც და ზრდის მის ეფექტურობას. მეგატექნიკაში აღნიშნულ ნაკრებს მხოლოდ 25 ლარად შეიძენთ.
2. ფრჩხილების მოვლის ნაკრები SCARLETT SC-MS95006
იდეალური ფრჩხილები ნებისმიერ ქალს და მამაკაცსაც მოსწონს. თუმცა ზოგჯერ არის მომენტი როცა ბოლო წუთას სალონში ჩაწერას ვერ ასწრებ, ან სულაც არ გაქვს დრო საამისოდ. Scarlett-ის ბრენდის ფრჩხილების მოვლის ნაკრები SCARLETT SC-MS95006 გაგიადვილებთ ფრჩხილებზე მარტივად და სწრაფად ზრუნვას სახლის პირობებში. მისი შეძენა მეგატექნიკაში სულ რაღაც 29 ლარად შეგიძლიათ.
3. Panasonic-ის ბრენდის ინოვაციური მიკროტალღური ღუმელი NN-GF574MZPE ინვერტორული TURBO გალღვობით
Panasonic-ის ბრენდის ინოვაციური მიკროტალღური NN-GF574MZPE შეცვლის თქვენს წარმოდგენას ტრადიციულ მიკროტალღურებზე. აღნიშნულ ღუმელს არ აქვს მოძრავი თეფში, მისი მთლიანი ფსკერი ინვერტორულია და მთელ ზედაპირზე აცხელებს და ამზადებს 3 ჯერ მეტ საკვებს ვიდრე სტანდარტული მიკროტალღური. NN-GF574MZPE-ს აქვს 22 ავტომატური პროგრამა, გრილით და კომბინირებულად მომზადების ფუნქცია და დედის იდეალური დამხმარე გახდება სამზარეულოში, აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, სხვა მიკროტალღურების ფართო არჩევანს "მეგატექნიკა" 155 ლარიდან გთავაზობთ.
4. კუსკუსა რობოტი მტვერსასრუტი Philips FC8794/01
Philips-ის ჭკვიანი მტვერსასრუტი Philips FC8794/01, თქვენს დედიკოს აუცილებლად ოჯახის წევრივით შეუყვარდება. ჭკვიანი რობოტი გააანალიზებს ოთახის განლაგებას, შეადგენს დალაგების ოპტიმალურ რეჟიმს და ავეჯის ქვეშაც კი შეძვრება. თუკი შეატყობს, რომ დატენვა სჭირდება, ეგრევე თავად გაკუსკუსდება დამტენისაკენ, შეივსება ენერგიით და ისევ შეუდგება სახლის დაწკრიალებას. როგორი საყვარელია, არა?! - აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, ზოგადად მტვერსასრუტების ფასი "მეგატექნიკაში" 49 ლარიდან იწყება.
5. შვედური პრემიუმ ბრენდის "ელექტროლუქსის" სამზარეულო კომბაინი Electrolux EKM3700
შვედური პრემიუმ ბრენდის "ელექტროლუქსის" სამზარეულო მულტიფუნქციური კომბაინი Electrolux EKM3700 სამზარეულოში საუკეთესო მეგობარი გახდება : შეასრულებს ყველა დავალებას, ის შეითავსებს: - ხორცსაკეპის, ბლენდერის, კომბაინის, მიქსერისა და ცომსაზელის ფუნქციებს და დედას დაეხმარება სწრაფად აორგანიზოს საოჯახო საქმეები და მეტი დრო დარჩეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გასატარებლად. აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, სხვა კომბაინების ფასი ზოგადად 109 ლარიდან იწყება.
6. ფოტო ეპილატორი Philips BRI863/00
ჯანმრთელობის, ესთეტიკისა და თავის მოვლის ტექნიკაში მსოფლიო ლიდერმა ბრენდმა "ფილიფსმა" ამ პროდუქტის შექმნასა და ტესტირებას 10 წელზე მეტი მოანდომა იდეალური და სრულად უსაფრთხო შედეგისთვის. სახლის პირობებში მოსახმარი კომპაქტური ფოტო ეპილატორი Philips BRI863/00 თმის მოცილების უსაფრთხო, კომფორტული და ეფექტური საშუალებაა. ის სალონური ლაზერული ეპილაციის ეფექტური ალტერნატივა გახლავთ. ფოტოეპილატორის გამოიყენება შესაძლებელია ტანზე და სახეზე, აპარატი კანის ტიპის ანალიზს ახდენს და ავტომატურად, ინდივიდუალურად ერგება პროგრამით თქვენი კანის ტიპს. დაივიწყეთ ზედმეტი დანახარჯები და მოიხმარეთ სასურველ დროს ფოტოეპილატორი სახლის პირობებში 15 წლამდე მუშაობის რესურსით. აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, ზოგადად ეპილატორების ფასი კი "მეგატექნიკაში" 79 ლარიდან იწყება.
მეგატექნიკა გთავაზობთ გერმანული BOSCH-ის ბრენდის მძლავრ ფენს PHD5767 დიფუზორით, ფენს აქვს იონიზაციის ფუნქცია და მიანიჭებს თქვენს თმას ბზინვარებას, ფენის სიმძლავრე 2000W-ია და 2 სიჩქარე აქვს, 3 საფეხურიანი ტემპერატურის რეგულირებით. კონცენტრატორი თმის სტაილინგში იდეალურად შეგიწყობთ ხელს, ხოლო დიფუზორი თმის ფაფუკად გაშრობისა და ხვეული თმის იდეალურად მოვლისთვის გამოგადგებათ. აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, სხვა ფენების ფასი მეგატექნიკაში 25 ლარიდან იწყება.
8. თმის გასასწორებელ-დასახვევი Babyliss ST330E
Babyliss ST330E Diamond Ceramic სერიის თმის გასასწორებელი და დასახვევით ST330E შესაძლებელია თმის გაშრობა + ვარცხნილობის გაკეთება ერთდროულად, Wet&Dry ტექნოლოგიის დახმარებით აღარ არის საჭირო ჯერ თმის გაშრობა და შემდეგ ვარცხნილობის გაკეთება, მისი მოხმარება პირდაპირ სველ თმაზე შეგიძლიათ. აორთქლების ფუნქციით შესაძლებელია თმის სტაილერი გამოიყენოთ, როგორც ნესტიან ისე მშრალ თმაზე. სტაილერს აქვს იონიზაციის ფუნქცია, კერამიკული დაფარვა დაიცავს თქვენს თმას დაზიანებისგან. ფენი ცხელდება 140–235 °ჩ-ზე პროფესიონალური ეფექტის მისაღებად. ST330E მოდელი განსხვავდება სხვა სტაილერებისგან, რადგან მას კერამიკული ლანჩი გვერდებზეც აქვს, რაც იდეალურ შედეგს განაპირობებს. აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, თმის სხვა დასასწორებლების ფასები 32 ლარიდან იწყება.
9. Babyliss-ის საკულტო თმის დასახვევი Babyliss C1300E
Babyliss Curl Secret Multi Diameters C1300E - მოდელი დაგეხმარებათ სახლის პირობებში მიიღოთ იდეალური თმის ვარცხნილობა, მას აქვს თმის ავტომატური დახვევის ფუნქცია და ძალიან სწრაფი, კომფორტული და ეფექტურია მოსახმარად. აქვს კერამიკული გამაცხელებელი ელემენტი და იონიზაციის ფუნქცია თქვენს თმას მიანიჭებს ბზინვარებას, არ დამუხტავს და ექნება ბუნებრივი იერი. დასახვევს აქვს 2 სხვადასხვა ზომის ლოკონის გაკეთების შესაძლებლობა და ლოკონის მზადყოფნის დროს განიშნებთ ხმოვანი სიგნალით, რაც უზრუნველყოფს იდეალურ შედეგს და არ აზიანებს თმას ზედმეტად გაჩერებით ცხელ ტემპერატურაზე, ვიდრე საჭიროა. აღნიშნული მოდელის ფასი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, დასახვევების ფასი ზოგადად 59 ლარიდან იწყება.
10. იტალიური ბრენდის Hoover-ის ცალკე მდგომი ჭურჭლის სარეცხი Hoover HDP2D62B80
ჭურჭლის სარეცხი მანქანა იდეალური საჩუქარია ყველა ოჯახისთვის, მისი წყალობით ყველა დაზოგავს დროს, ენერგიას და წყლის მოხმარებას. იტალიური ბრენდის Hoover-ის ჭურჭლის სარეცხი HDP2D62B80 გათვლილია 16 პერსონაზე და სრულად აკმაყოფილებს დიდი ოჯახის მოთხოვნებს. ჭურჭლის სარეცხს აქვს მუშაობის 9 პროგრამა, რისი წყალობითაც შეგიძლიათ გარეცხოთ დელიკატური ჭურჭელიც და რაც ყველაზე მთავარია ტაფა-ქვებებიც.
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "მეგატექნიკა" 23 წელია თქვენი საიმედო პარტნიორია ტექნიკის სფეროში, ჩვენთან აუცილებლად იპოვით საინტერესო და ხარისხიან პროდუქციას, ისარგებლებთ საუკეთესო კონსულტაციით და უფასო მიწოდების სერვისით თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში. დღევანდელ TOP 10 პროდუქტში "მეგატექნიკა" შემოგთავაზებთ იმ ნივთებს, რომელიც ყველა დედისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება დედის დღისთვის - 3 მარტისთვის: გაუადვილებს მას საკუთარ სილამაზეზე და საოჯახო საქმეებზე ზრუნვას, იმისთვის რომ მეტი დრო ჰქონდეს საყვარელი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, პიროვნული განვითარებისა და დასვენებისთვის. ყველა დედა ნამდვილად იმსახურებს მეტ კომფორტსა და ფუფუნებას.
+995 32 2 24 46 46