სალაპარაკო ინგლისური ენა რომ რაღაც დონეზე უნდა იცოდეს ყველამ, ამაზე რა ხანია ვთანხმდებით. ამ ენის ცოდნის აუცილებლობაში კიდევ უფრო დავრწმუნდით ყველანი, როცა საზღვრები გაიხსნა, უვიზო რეჟიმი ამოქმედდა და დავიწყეთ ცოტა უფრო გამარტივებულად უცხო ქვეყნებში მოგზაურობა. იმის გარდა, რომ ვიზა არ გჭირდება და ბილეთების ფასიც შედარებით ხელმისაწვდომია საშუალო ფენისთვისაც, ასევე პრაქტიკულად სავალდებულოა, იცოდე საერთაშორისო ენა. იცით, რამდენი შემთხვევაა, რომ ენის უცოდინრობის გამო ადამიანები უბრალოდ იკარგებიან აეროპორტებში? აგვიანდებათ თვითმფრინავის რეისზე? იკარგებიან უცხო ქალაქის ქუჩებში და ვერ აგნებენ გზას ღირსშესანიშნაობებამდე ან სასტუმროებამდე? ისეთი შემთხვევებიც კი გამიგონია, ენის უცოდინრობის გამო, აეროპორტში დაკარგვის შიშით ქალმა დამატებითი თანხა გადაიხადა, გამოაცხადა, რომ ავად იყო და მომსახურე პერსონალი აიყვანა, რომელმაც ეტლით შეიყვანა თვითმფრინავში და იქიდანაც ასე გამოატარა მთელი ტერმინალი...
უხერხულობა, რომელსაც საერთაშორისო ენის უცოდინრობა ქმნის, სხვა ქვეყნებში ყოფნისას კიდევ უფრო მძაფრად ჩანს, თორემ ჩვენს ქვეყანაშიც რომ გვადგება, ამასაც არ უნდა მტკიცება - საინტერესო ინფორმაციების მოძიებაში გვეხმარება, უცხოენოვან ადამიანებთან ურთიერთობაში, დასაქმებაში...
ერთი სიტყვით, მიზეზი ბევრია, რის გამოც ეს გვჭირდება. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ვიცით - არანაკლებდ ბევრი გვაქვს ასევე. არ გვრჩება თანხა გაკვეთილებზე სასიარულოდ, არ გვაქვს დრო და ა.შ. თუმცა 21-ე საუკუნეში ეს მიზეზები უკვე არ არსებობს. ონლაინ ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი და ერთ ასეთ ძალიან კარგ პროექტზე გიამბობთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ ამ საქმეში.
წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ და ამერიკულ-ქართულმა განათლების ცენტრმა Leaf-მა პირველი ერთობლივი პროექტი დაიწყეს. ეს პროექტი თავისი არსით არის უნიკალური, რადგან სპეციალურად დამზადებული ვიდეორგოლების მეშვეობით ადამიანებს ყველაზე სწრაფად და მარტივად შეუძლიათ ინგლისური ენის შესწავლა. ეს გაკვეთილები მათთვისაა, ვისაც საბაზისო ინგლისური ენის ცოდნა უკვე აქვთ. აქ ისწავლით თემატურ ინგლისურს. მაგალითად, როგორი ლექსიკა გამოიყენოთ საზღვარგარეთ მოგზაურობისას, აეროპორტში ყოფნისას, ღირშესანიშნაობების მონახულებისას, კაფეში სადილობისას, სასტუმროში, უცხო ადამიანებთან შეხვედრებისას, წიგნის მაღაზიაში შესვლისას და ახალი ლიტერატურის შერჩევისას.
- დარწმუნებული ვარ, პროექტი, როემლიც Leaf-თან ერთად დავიწყეთ ძალიან წარმატებული იქნება. დიდხანს ვფიქრობდით, როგორ შეგვეძლო ადამიანებს დავხმარებოდით უცხო ენის მცირე დროში, ხალისიანად და საინტერესოდ შესწავლაში. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, ინფორმაცია მცირე ვიდეორგოლების მეშვეობით მიგვეწოდებინა. ეს ვიდეორგოლები მათთვისაც საინტერესო და მისაღები იქნება, ვისაც გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს. ამ ვიდეორგოლების ყურება ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ, იმდენად მარტივად და სახალისოდ არის ინფორმაცია გადმოცემული, რომ აუცილებლად დაგაინტერესებთ და ჩაგითრევთ. თანაბრად დააინტერესებს როგორც ახალგაზრდებს, ისე ზრდასრულ ადამიანებს, ვისთვისაც ინგლისური დღეს საჭირო ენაა როგორც სამსახურში, ისე მოგზაურობისას, – ამბობს "ბიბლუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინი ჯაფარიძე.
ანი გველესიანი - LEAF-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
- ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრ LEAF-ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ინგლისურენოვანი ხარისხიანი განათლების შესახებ ინფორმაციის პოპულარიზაცია საქართველოში. ჩვენ ამ საქმეში უკვე 10 წლიანი გამოცდილება გვაქვს და არაერთი სოციალური პროექტის საშუალებით ვცდილობთ მეტი გზა დავანახოთ დაინტერესებულ პირებს. ენის ცოდნის შემთხვევაში, რა თქმა უდნა, უფრო მეტი შესაძლებლობა იხსნება, როგორც განათლების მისაღებად, ასევე ნებისმიერ თემაზე ინფორმაციის წვდომისთვის. ამიტომაც ბიბლუსის შემოთავაზებას საერთო პროექტზე სიხარულით დავთანხმდით. ჩვენი ვიდეო-გაკვეთილები იმ საბაზო ცოდნას მოგცემთ, რომელიც აუცილებელად გამოგადგებათ სხვადასხვა სიტუაციებში საზღვარგარეთ ან თუნდაც საქართველოში უცხოელ სტუმრებთან, რომლებიც ამ ბოლოს დროს საგრძნობლად მომრავლდნენ.
ჩვენი ცხოვრების ტემპმა თანამედროვეობას ფეხი უნდა აუბას. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის მოსწრება ძალიან ცოტა დროში გვიწევს. პროექტ “ინგლისური შენთვის” უპირატესობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, გაკვეთილებისთვის დღეში სულ რამდენიმე წუთის დათმობა მოგიწევთ და სახლიდან გაუსვლელად, ან ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ ისწავლოთ სასაუბრო ინგლისური. მზად ვართ გაგცეთ კითხვებზე პასუხებიც და განვიხილოთ თქვენთვის საინტერესო თემებიც კომენტარებში. გვადევნეთ თვალ-ყური ბიბლუსისა და LEAF-ის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდებზე და ისწავლეთ სასაუბრო ინგლისური ყველაზე მარტივი გზით ჩვენთან ერთად.
ინგლისური ენის გაკვეთილების ნახვა შესაძლებელია ბიბლუსის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.