ბოლო პერიოდში მედიცინისთვის მარტივი ტესტის სახით გახდა შესაძლებელი ტყვიის დონის განსაზღვრა სისხლში. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო პროგრამა, რომელიც მშობლის თანხმობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას საშუალებას აძლევს, ბავშვის სისხლში განისაზღვროს ტყვიის დონე. პროგრამის შედეგებმა განგაში გამოიწვია გამომდინარე იქიდან, რომ ტყვიის დონე საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა გამოკვლეულთა დიდ ნაწილში. გაჩნდა უამრავი შეკითხვა: რა იწვევს? რით ვკვებოთ ბავშვი? რით ვუმკურნალოთ და ა.შ. აქტუალურ შეკითხვებზე გვიპასუხებს პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გასტროენტეროლოგი ნათია ცირდავა.
- ტყვია (ლათ. Plumbum) მენდელეევის ქიმიური ელემენტების სისტემის 82-ე ელემენტია. მიეკუთვნება მძიმე მეტალებს, რომლის ტოქსიურობაზეც ინფორმაცია უხსოვარი დროიდან არსებობს.
- ტყვია დღესდღეობით ბუნების პრირიტეტულ დამაბინძურებლად ითვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ასწლეულში მისი მოხმარება წარმოებაში, ტრანსპორტსა და საყოფაცხოვრებო თემებში გაიზარდა, გაიზარდა ტყვიის, როგორც ადამიანის სამრეწველო საქმიანობის ნარჩენი პროდუქტის რაოდენობაც. ტყვიის დონე მაღალია ოკანეების წყალში, შესაბამისად, მისი დონე მაღალია მტაცებელ თევზებში (ტუნა - 2,0 მგ/კგ), მოლუსკებსა და კიბოსნაირებში (10მგ/კგ-მდე). ტყვიის დონე მაღალია კონსერვირებულ პროდუქტებში, ჭურჭლის თავისებურების გამო. გარდა ამისა, გამონაბოლქვში ტყვიის ტოქსიური მარილების შემცველობის გამო გზისპირას განლაგებულ ბაღ-ბოსტნებში მოყვანილი კომბოსტოს, ხორბლის, სოკოსა და კარტოფილის შემადგენლობაშიც აღინიშნება მისი შემცველობა. ამასთან ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მცენარეულ პროდუქციაში ტყვიის დონის მატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხოველურ პროდუქტებში. გარდა ამისა, ტყვია გამოიყენება ზოგიერთი საღებავის წარმოებაში, ამიტომ სასურველია ნებისმიერი სათამაშოს ან სახატავის შეძენის წინ შემოწმდეს მისი შემადგენლობა. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ თავი უნდა შეიკავოთ გაურკვეველი წარმომავლობის სათამაშოების შეძენისგან.
- ტყვია წარმოადგენს ნეიროტოქსინს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური და ქცევითი პრობლემები ბავშვებში, მძიმე შემთხვევაში ტვინის დაზიანება ან სიკვდილი. დღეისთვის CDC მონაცემებით, აუცილებელია ჩარევა, თუ ბავშვის სისხლში ტყვიის დონე არის 5 მკგ/დლ ან მეტი. ტყვიის შეწოვა განსაკუთრებით აქტიურად ხდება სიცოხცლის პირველი 2 წლის განმავლობაში. სისხლში ტყვიის შემცველობა ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ტყვიით დაბინძურებულ გარემოში სწრაფად იზრდება 6-12 თვის ასაკში, პიკური ასაკია 18-36 თვე, რომელიც შემდეგ ნელ-ნელა მცირდება. რკინის დეფიციტი ხელს უწყობს ორგანიზმში ტყვიის შეწოვას.
- როდესაც ბავშვის სისხლში რკინის შემცველობა 5 მკგ/დლ ან მეტია, პირველ რიგში უნდა მოიძებნოს ტყვიის წყარო საიდანაც ხდება ბავშვის ტყვიით მოწამვლა, შემდგომ დგება საკითხი ბალანსირებული კვების და მედიკამენტოზური მკურნალობის.
გარდა სპეციფიური მკურნალობისა, აუცილებელია სწორი ბალანსირებული კვება, რომელიც გულისხმობს ბავშვის რაციონის საჭირო ნივთიერებებთ გაჯერებას და ხელს უშლის ორგანიზში ტყვიის აბსორბციას. მაგალითად, С, В1, В2, А და ბეტა კაროტინი. საჭიროა რაციონი გამდიდრდეს თუთიით (სიმინდი, ხორბალი, ბარდა, ხახვი, გოგრა, ღვიძლი), რკინით (ინდაურის, ქათმის, ძროხის, კურდღლის ხორცი), მანგანუმით (მწვანე ჩაი), კალციუმით (რძის პროდუქტები, მარცვლოვნები, ზღვის კომბოსტო), მაგნიუმით (მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები), სპილენძით (კიტრი, თხილეული, კაკაო, შოკოლადი, ყველი) მდიდარი პროდუქტებით.
ამასთან ცნობილი ფაქტია, რომ ტყვიის შეწოვას აფერხებს და მის გამოდევნას ხელს უწყობს უჯრედისით მდიდარი პროდუქტები (ლობიო, ბარდა, სტაფილო, გოგრა, ყაბაყი, წიწიბურა, ბოსტნეული და ა.შ.), პექტინით მდიდარი პროდუქტები (ხილი და კენკრა: ვაშლი, მოცხარი, მარწყვი, გარგარი, ატამი და ა.შ.), რძის და რძემჟავა პროდუქტები (კეფირი, ხაჭო, არაჟანი და ა.შ.). ტყვიის მაღალი დონის აღმოჩენის შემთხვევაში ბავშვის რაციონი უნდა გამდიდრდეს ცილებით - ხორცი, თევზი, კვერცხი, რძე და ა.შ.
- ბავშვის ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას ბოსტნეულის და ხილის წვენები ხელს ვერ უწყობს, უბრალოდ ტყვიის შეწოვას ამცირებს. როდესაც აღნიშნული პროდუქტები მდიდარია რკინით და კალციუმით. ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განსაკუთრებით ეს ორი მიკრო ელემენტი აფერხებს ტყვიის შეწოვას ბავშვის ორგანიზმში.
სალომე გორგოშიძე
რა სიმპტომებით ვლინდება ბავშვებში ტყვიით მოწამვლა? - თემურ მიქელაძის განმარტებები