დღევანდელი ცხოვრების აჩქარებული რიტმისა და უამრავი ყოფითი პრობლემის ფონზე, მშობლებს გარკვეული რეკომენდაციების შეხსენება სჭირდებათ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპებიც აქტიურდებიან და ყირიმ-კონკოს დაავადების გავრცელების რისკიც მატულობს.
"ტკიპას ნაკბენი იწვევს ყირიმ-კონგოს ცხელებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ბუნებაში ტკიპა არის და იქნება. ყველა მათგანი არ არის დაავადების გადამტანი, მაგრამ, ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. როცა ბავშვი ბუნებიდან სახლში შეგყავთ, უნდა დაათვალიეროთ. ტკიპა, რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩება ადამიანის სხეულზე, მით მაღალია დაავადების გადადების შანსი", – განაცხადა პაატა იმნაძემ "მედიაცენტრ მთავარში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამაში ახალი არაფერია, ტკიპები ყოველწლიურად მრავლდებიან, მაგრამ ასევე ყოველწლიურად უნდა გავიხსენოთ ის სიფრთხილის ნორმები, რაც ამ საშიშ დაავადებას თავიდან აგვაცილებს.
პინცეტის რამდენიმე ბრუნზე ტკიპა ამოვარდება. უნდა დარწმუნდეთ, რომ კანში მისი არც
ერთი ნაწილი არ დარჩა. თუ ნახეთ, რომ რაღაც მაინც დარჩა, წაიყვანეთ ბავშვი უახლოეს კლინიკაში. ნაკბენი დაამუშავეთ იოდით ან ნებისმიერი ანტესეპტიკური ხსნარით. ტკიპას გაჭყლეტვა არ შეიძლება, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს სითხეს და შეიძლება ინფექციური დაავადების გადამტანად იქცეს
თუ მწერი ცოცხალია, ჩააბარეთ ახლომდებარე სან-ეპიდემცენტრში ანალიზზე.
3 პასუხი ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებულ კითხვებზე - გვპასუხობს ექიმი
კარგად დაათვალიერეთ ბავშვი ბუნებაში გასვლის შემდეგ. გახადეთ ტანსაცმელი და ყურადღებით დააკვირდით თავიდან ფეხებამდე. ყურადღება გაამახვილეთ თავის თმიან ნაწილზე. თუ ბავშვს შავი თმა აქვს, ტკიპას ადვილად ვერ შეამჩნევთ. ასევე კარგად დაათვალიერეთ ტანსაცმელი: ტკიპა შეიძლება მიკრული იყოს ნაჭრის ნაკეცებში, ან ჯიბეში.
ტკიპები ადამიანებამდე ჩვენს საყვარელ შინაურ ცხოველებსაც მოჰყავთ. ამიტომ ყველა გასეირნების შემდეგ ცხოველი კარგად დაათვალიერეთ. განსაკუთრებით დააკვირდით კანს კიდურების მოსახრელებში, კისერზე, ყურების უკან, იმ ადგილებში, სადაც კანი განსაკუთრებით ნაზია. შეიძლება, სხვადასხვა საშუალების მისხურებით ტკიპა კანში არ ჩაესოს, მაგრამ იატაკზე დავარდეს და იქიდანაც მოახერხოს ადამიანზე გადაცოცება. ხოლო თუ
საწოლშიც იწვენთ ცხოველს, ეს კიდევ ათგზის ზრდის შანსს.
გარდა იმისა, რომ ყოველი გასეირნების შემდეგ გაასუფთავოთ ცხოველი და ზოგადად, დაიცვათ მისი ჰიგიენა და სხვა წესები, მაქსიმალურად ეცადეთ, მას თავისი მოხერხებული დასაწოლი ადგილი ჰქონდეს და არ წვებოდეს ყველგან, სადაც მოუხერხდება.