თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არა აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება პლასტმასის ბოთლებში მოთავსებული წყალი თუ სხვა სასმელი გამოსაყენებელად ძალიან პრაქტიკულია. ოჯახებშიც კი მინის ჭურჭელი თანდათან პლასტმასმა ჩაანაცვლა - სასმელ წყალს პლასტმასის ბოთლებში ვასხამთ და ხშირად ბავშვებსაც ეზოში თუ სკოლაში ამავე ბოთლებით მიაქვთ წყალი.
პლასტმასის ჭურჭელი პრაქტიკულიცაა, იაფიც და მსუბუქიც, მაგრამ რის ხარჯზე ვიღებთ ამ "სერვისს"? რამდენად მავნებელია ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გააჩნია, რა მასალისგან არის ჭურჭელი დამზადებული და როგორ ინახება ამ ჭურჭელში მოთავსებული სასმელი.
ყველა პლასტმასი როდია საკვებ მრეწველობაში გამოყენებული. მაგალითად პოლიქლორვინიქლორიდი დიდი ხანია ევროპაში აკრძალულია, რადგან ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანად აღიარეს. სამაგიეროდ, დღემდე აქტიურად გამოიყენება პოლიკარბონატი, რომლის უსაფრთხოებაც ჯერ ისევ საკამათოა. ის კონდენსირებული ფენოლისა და აცეტონისგან მიიღება, რომელთა მავნე გავლენა ადამიანის სხეულზე არაერთხელ დამტკიცებულა. განსაკუთრებით საშიშია ამ ნივთიერებების კონტაქტი საკვებთან და სასმელთან. მით უმეტეს, თუ 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გათბება. ამ დროს პლასტმასის ბოთლიდან მავნე ნივთიერებები შიგთავსში გადადის. ფენოლი უარყოფითად მოქმედებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. დადგენილია მისი კავშირი ძუძუს, პროსტატისა და საკვერცხეების კიბოსთან, აუტიზმის გამოვლენასთან.
ევროკომისიამ ბისფენოლის გამოყენებით დამზადებული პლასტმასის ბოთლებით ახალშობილთა კვება აკრძალა - ევროპარლამენტმა 2011 წელს მიიღო კანონი, რომელიც ბისფენოლ-A-ს შემცველ საბავშვო პროდუქციის რეალიზაციას კრძალავს. კანადასა და ევროპაში "ბისფენოლ A"-ს შემცველი ბავშვთა კვების ბოთლების გამოყენება აკრძალულია.
ბისფენოლს შეიცავს ბავშვის კვებისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბოთლები, პლასტმასის სათამაშოებში, ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები. ტემპერატურის მომატებისას პლასტმასში ბისფენოლი აქტიურდება. პლასტმასის ბოთლში ნუ ჩაასხამთ ცხელ სითხეს. არ გამოხარშოთ ბოთლები, რადგან ამ დროს "ბისფენოლ A" გამოიყოფა.
აშშ-ში უამრავი კვლევა ჩატარდა, რომელთა შედეგებიც ბისფენოლ A-ს მავნებლობაზე მეტყველებს. მათ შორის ყველაზე დამაჯერებელი 2003-2004 წლებში ჩატარებული კვლევა აღმოჩნდა. გამოკვლეულთა 93%-ს შარდში ბისფენოლი A აღმოაჩნდა. ამ ნივთიერების ნეგატიურ ეფექტზე კი ცხოველებზე ჩატარებული ცდების შემდეგაც ალაპარაკდნენ.
საყურადღებოა ბავშვის სათამაშოები. ეცადეთ ბავშვს უყიდოთ ხარისხიანი სათამაშო, რომელიც არ შეიცავს ბისფენოლს და სხვა მავნე ნივთიერებებს. ჯობს პატარას რამდენიმე ხარისხიანი სათამაშო ჰოქნდეს, ვიდრე ბევრი და ჯანმრთელობისთვის მავნებელი.
ბავშვის საკვებისთვის განკუთვნილი ნივთები აფთქიაში შეიძინეთ და დააკვირდით ეტიკეტს. მასზე უნდა ეწეროს BPA-Free. მედიკოსები გვირჩევენ, ბავშვის საკვებად შუშის ბოთლები გამოვიყენოთ, რომელთა უსაფრთხოებაც დამტკიცებულია.
მართალია პლასტმასის წარმოებაც არ დგას ერთ ადგილზე და დღითი დღე უმჯობესდება მათი ხარისხი, თუმცა ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ და იცოდეთ, პლასტმასის რომელი ნაწარმია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო.
ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე (როგორც ერთჯერად ჭურჭელზე) აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არა აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება.
გთავაზობთ სხვა ნიშნებსაც, რომელთა არსებობაც ნაწარმზე მის სწორად გამოყენებას გიკარნახებთ.
.PET- მასალა ამ ნიშნით ვარგისია საკვები პროდუქტებისთვის.
პოლიეთილენი. უსაფრთხოა კვების პროდუქტების შესანახად
იყენებენ მხოლოდ ავეჯის წარმოებაში და არა საკვებისთვის.
მას პოლიეთილენის პარკების წარმოებაში იეყენებენ. მასთან კონტაქტი არ აბინძურებს საკვებს.
ადამიანისთვის უსაფრთხოა. მისგან მზადდება პლასტმასის ჭურჭელი. დაშვებულია ბავშვთა კვებისთვის გამიზნული ბოთლების დასამზადებელად. უსაფრთხოა გარემოსთვისაც. მისი ნაკლი ისაა, რომ ვერ უძლებს ყინვას.
ძლიერი კანცეროგენი. აკძალულია საკვების შესანახად გამოყენება.
ეს მარკირება მიანიშნებს, რომ მის დასამზადებლად სხვადასხვა პლასტმასის ნარევი გამოიყენეს. შეიძლება ნარევში ძალიან ტოქსიკური ნივთიერებები მოჰყვა, ან პირიქით, ეკოლოგიურად სუფთა. ასე თუ ისე, მისი გამოყენების გარისკვა არ ღირს.
იხილეთ ასევე:
რომელი კერძი როგორ ქვაბში უნდა მოამზადოთ - რჩევები დიასახლისებს