ალუმინის ქვაბი მხოლოდ მომზადებისას გამოიყენე, ფაფები კი ემალირებულ ჭურჭელში არ უნდა მოამზადოთ დიასახლისები ლამის მთელ დღეს სამზარეულოში ვატარებთ და დღეში რამდენიმე კერძის მომზადებასაც ვასწრებთ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა კერძი შესაფერის ჭურჭელში უნდა მომზადდეს. რომელი ქვაბებია საამისოდ ყველაზე კარგი?
თუ ფაფის მომზადება გსურთ, ემალირებული ჭურჭელი არ უნდა გამოიყენოთ. ბურღული მინანქარს ისე ძლიერად ეკვრის და იწვის, რომ ქვაბის გასუფთავებას დიდხანს ვერ მოახერხებთ. თანაც შესაძლოა მინანქრის ნაწილი მოძვრეს და ფაფას შეერიოს.
მომინანქრებულ ჭურჭელს ბოსტნეულის დასამწნილებლად, ნახევარფაბრიკატების ან თევზეულის მოსახარშად ვიყენებთ. კარგი იქნება, თუ მომზადებულ კერძს სწორედ ემალირებულ ჭურჭელში შეინახავთ.
რძის ასადუღებლად სქელძირიანი ალუმინის ან თუჯის ქვაბია საჭირო.
ტეფლონის ზედაპირით დაფარული ჭურჭელი საშუალებას გვაძლევს კერძი ცხიმის მინიმალური რაოდენობის გამოყენებით მოვამზადოთ. ამ ზედაპირის წყალობით, პროდუქტი თითქმის არასოდეს მიიწვავს. ტეფლონის ქვაბში შეგიძლიათ მოამზადოთ წვნიანი, მოთუშოთ ბოსტნეული, აადუღოთ რძე.
თუ გინდათ, სამზარეულოს თუჯის ტაფა დიდხანს გემსახუროთ, ხშირად უნდა გამოწვათ. ეს პროცედურა შემდეგნაირად ხდება: ტაფას ფსკერზე ცოტა მარილი მოაყარეთ და ცეცხლზე რაც შეიძლება დიდხანს დადგით. ასე წვის ნარჩენებისგან გათავისუფლდება. თუჯის ტაფის უპირატესობა ისაა, რომ ნელ-ნელა ცხელდება და დიდხანს ინარჩუნებს სითბოს. პროდუქტიც არა ზედაპირულად, არამედ "სიღრმისეულად" იწვის. საუკეთესოა ოლადების საცხობად, მოსათუშად, ფლავისა და ხორცის მოსამზადებლად.
ალუმინის ქვაბი მხოლოდ მომზადებისას გამოიყენეთ. დასრულებული კერძის შიგნით დაყოვნება არ შეიძლება, საჭმელი მომინანქრებულ (ემალის) ჭურჭელში უნდა გადაიღოთ. ალუმინში არ გირჩევთ მომჟავო კერძების მომზადებას: ბორშჩის, კომპოტის, ძმრით შეზავებული კერძების.
ფოლადის ჭურჭელი ყველანაირი კერძისთვის კარგია, მაღალ ტემპერატურაზეც გამოდგება და ადვილადაც ირეცხება.
თიხის ჭურჭელი კერძს გამორჩეულ გემოს აძლევს. მისი გამოყენება აირღუმელშიც შეგიძლიათ და მიკროტალღურშიც. იცავს პროდუქტს დაწვისგან.