ჰგვანან თუ არა შვილები ულამაზეს მონიკა ბელუჩის (ფოტოები) - მშობლები

ჰგვანან თუ არა შვილები ულამაზეს მონიკა ბელუჩის (ფოტოები)

2019-03-16 20:47:31+04:00

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ულამაზეს ქალებს ან მამაკაცებს არც ისე ლამაზი შვილები ჰყავთ. მონიკა ალბათ ერთ-ერთია, ვინც ამ ხშირ შემთხვევებში არ შედის. ყოველ შემთხვევაში, იმ არც ისე ბევრი ფოტოდან, რაც არსებობს, მის ქალიშვილებს აქვთ პოტენციალი, ძალიან ლამაზი ქალები დადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ მონიკას არ უყვარს შვილების საჯაროდ გამოჩენა და არც ოფიციალურ ფოტოსესიებში მონაწილეობს ხოლმე მათთან ერთად, პაპარაცები მაინც ახერხებენ ხანდახან დევასა და ლეონის გადაღებას.

mshoblebi
15 წლის დევა

"მე კარგი დედა ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კარგი ქალი და დიასახლისი ვარ... არასოდეს მიფიქრია და მიოცნებია დედობაზე. პირიქით, სულ არ მინდოდა შვილების გაჩენა, არ ვიყავი მზად დედობისთვის. ამის გამო იყო, რომ პირველი ქალიშვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე - 46 წლის ასაკში. ახლა ვხვდები, რა საყვარელია შვილი. დღეს უკვე აღარ მაინტერესებს პრემიერები, წითელი ხალიჩები. მხოლოდ ჩემს შვილებთან ყოფნა მინდა. ძალიან გამიმართლა. ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ქალია, ვინც მზადაა მთელი უდაბნო მუხლის ჩოქით იაროს, ოღონდ კი შვილს ეღირსოს. ხომ

შეიძლებოდა ეს პრობლემა მეც მქონოდა", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ულამაზესი მონიკა ბელუჩი.

mshoblebi
მონიკა და დევა თითქმის ერთსა და იმავე ასაკში

mshoblebi
მონიკა და დევა

mshoblebi

ეს კი პატარა ლეონი

mshoblebi
ლეონი

mshoblebi
მონიკა ქალიშვილებთან ერთად

alt54 წლის მონიკა ბელუჩი 36 წლის მიჯნურს აღარ მალავს - ვინ არის მისი რჩეული (ფოტო+ვიდეო)