ლეტიცია კასტა 1990-იან წლებში მართლაც მილიონობით მამაკაცის სათაყვანებელი ქალი იყო. მას ყოველთვის ასახელებდნენ ყველაზე სასურველთა, ულამაზესთა, უსექსუალურესთა რეიტინგებში. მოდელსა და მსახიობს შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა უკვე 10 წელზე მეტია, ისე აქტიურად აღარ ჩანს ასპარეზზე და აქა-იქ თუ გამოჩნდებოდა რომელიმე დიდ ღონისძიებაზე თუ პრემიერაზე.
ფრანგი ლამაზმანი 1978 წელს არის დაბადებული ნორმანდიაში, ძალიან მყარ, იდეალურ ოჯახში, სადაც მასთან ერთად კიდევ ორი ბავშვი იზრდებოდა - მისი უფროსი ძმა და უმცროსი დაიკო მარი ანჟი, რომელიც ასევე მოდელი გახდა.
ლეტიციამ ბავშვობა და ახალგაზრდობა ნორმანდიასა და კორსიკაში გაატარა, დედისა და მამის მშობლიურ მხარეებში.
1993 წლიდან დაიწყო ლეტიციას კარიერა, როცა ჯერ მხოლოდ 15 წლის იყო. მისი სილამაზე ცნობილმა სამოდელო სააგენტოებმა მაშინვე შეამჩნიეს და წამყვანი დიზაინერების მუზად იქცა, იყო "ვიქტორიას სიკრეტის" ანგელოზი, იღებდნენ ყველაზე ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე, გამოდიოდა რობერტო კავალის, ჟივანშის, ჟან-პოლ გოტიეს, შანელის, რალფ ლორენის და სხვათა ჩვენებებზე.
სულ მალე კინოშიც გამოჩნდა და არაერთი როლი შეასრულა, ძირითადად - ფრანგულ კომედიებში.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 2001 წელს გაუჩნდა პირველი ქალიშვილი ფოტოგრაფ სტეფან სედნაუსგან. შემდეგ იტალიელ მსახიობ სტეფანო აკორსისთან ჰქონდა ურთიერთობა - რომელთანაც ორი შვილი გაუჩნდა - ორლანდო და ათენა.
2017 წელს კი ცოლად გაჰყვა მსახიობ ლუის გარელს, რომელთანაც ახლაც ცხოვრობს.