კალცი ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია კალცი ბავშვის ორგანიზმის ზრდა-განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. იგი აუცილებელია ძვლებსა და კბილების, ნერვულ სისტემისა და კუნთების განვითარებისთვის. კალცი ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც საკვებს ენერგიად აქცევენ. ამიტომ ამ ნივთიერების დღიური ნორმის დაცვა ბავშვებში აუცილებელია. ასევე აუცილებლია, რომ რძის პროდუქტების შენახვის ვადები მაქსიმალურად იყოს დაცული და პროდუქტი ნატურალური იყოს.
საინტერესოა, რა რაოდენობის რძის პროდუქტი უნდა მიიღოს ბავშვმა ყოველდღიურად, იმისთვის რომ ორგანიზნმს კალცის დეფიციტი არ ჰქონდეს.
პედიატრების რეკომენდაციით, 1-დან 3 წლამდე ბავშვის კალცის დღიური ნორმა დღეში - 500 მგ-ია, ხოლო 4-დან 8 წლამდე ბავშვისთვის - 800 მგ დღეში.