კონცერტზე მისული პატარები ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" რედაქციამ ჟურნალებითა და ფერადი ბუშტებით დაასაჩუქრა სატელევიზიო სკოლა-სტუდია "ენკი-ბენკიმ" პატარებს კიდევ ერთი მხიარული დღე აჩუქა. მთაწმინდის პარკში "მულტი-პულტის" ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვებმა "ენკი-ბენკის" დაბადების დღე კონცერტით იზეიმეს. როგორც სტუდიის ხელმძღვანელმა, ლელა ასლანიკაშვილმა აღნიშნა, "ენკი-ბენკი" 22 სექტემბერს 4 წლის გახდა. ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო, სპონსორი კი, სხვებთან ერთად, გამომცემლობა "პალიტრა L" გახლდათ.
კონცერტზე მისული პატარები ჟურნალ "საბავშვო კარუსელის" რედაქციამ ჟურნალებითა და ფერადი ბუშტებით დაასაჩუქრა.
საჩუქარმა ძალიან ბევრი პატარა მკითხველი კიდევ უფრო გაამხიარულა. "ძალიან გვიყვარს "კარუსელის" შევსება და გაფერადება", - აღნიშნეს პატარებმა.
"პალიტრა მედიის" ივენთების მენეჯერის, მარიანა ნინიკაშვილის თქმით, "ენკი-ბენკის" დაბადების დღეს "საბავშვო კარუსელიც" შეუერთდა.
"ენკი ბენკის საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში ჟურნალმა "საბავშვო კარუსელმაც" მიიღო მონაწილეობა. რედაქციამ გადაწყვიტა კონცერტზე მოსული ბავშვები საჩუქრებითაც გაეხარებინა. პატარებს ჟურნალები და ბუშტები ვაჩუქეთ", - აღნიშნა მარიანა ნინიკაშვილმა
"ენკი-ბენკის" სატელევიზიო სტუდიის ბავშვებმა შეასრულეს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები. თბილმა მზემ და პატარა შემსრულებლებმა კიდევ უფრო გაახალისეს მთაწმინდის პარკი.
შეგახსენებთ, რომ "ენკი-ბენკის" სატელევიზიო სკოლა-სტუდია საიტ mshoblebi.ge-ზე მიმდინარე ფოტოკონკურსში "პატარა მსახიობი" სამ გამარჯვებულს სტუდიაში სწავლების ფასდაკლების კუპონით დაასაჩუქრებს.
სალომე გორგოშიძე