მეგან მარკლის პირადი ცხოვრება კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ხშირად საუბრობენ მის პირველ ქმარზე თუ შეყვარებულებზე, თუმცა არსებობს მამაკაცი, რომელიც უკვე 8 წელზე მეტია მის გვერდითაა და მასთან ძალიან დიდი მეგობრობა აკავშირებს. ამბობენ, რომ მეგანისთვის მის აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ის მისი "საიდუმლო მრჩეველია".
თებერვლის ბოლოს მეგანმა კიდევ ერთხელ დაარღვია სამეფო ოჯახის ტრადიცია და მოაწყო ე.წ. "ბეიბი შაუერი" - წვეულება, რომელსაც მომავალი დედები აწყობენ ხოლმე და ძირითადად ამერიკაშია პოპულარული. წვეულებაზე ახლო მეგობრები მიიწვიე - ამალ კლუნი, სერენა უილიამსი, ნატალი პორტმანი და სხვებ. სამეფო ოჯახის წევრები ამ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ - მათ შორის, კეიტ მიდლტონიც. წვეულება 200 ათას დოლარამდე დაჯდა, თუმცა ამბობენ, რომ თანხა მეგობრებმა გადაიხადეს.
სწორედ ამ წვეულებაზე გამოჩნდა 41 წლის სიმპათიური მამაკაცი, რომელიც მას მედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ეს მარკუს ანდერსონია, მეგანის მეგობარი და როგორც ზოგიერთები ამბობენ, სწორედ მან გააცნო მეგანი მომავალ ქმარს.
მარკუსი კანადელია. 18 წლისა ლონდონში წავიდა კარიერის ასაწყობად, სადაც ოფიციანტად დაიწყო მუშაობა ელიტურ ქსელ "სოჰო ჰაუსში". მას მერე ეს ქსელი არც მიუტოვებია - ამბიციური და სიმპათიური მარკუსი მალე შენიშნა საკლუბო იმპერიის ხელმძღვანელმა ნიკ ჯონსმა და სულ მალე კონსულტანტის პოზიციაზეც აღმოჩნდა და მდიდარი ადამიანების წრეშიც.
კონსულტანტის პოზიციაზე მყოფმა გაიცნო მან 2011 წელს ჯერ კიდევ დამწყები მსახიობი მეგან მარკლი და მას მერე მეგობრობენ. ის ბევრ რამეში დაეხმარა მეგანს, მათ შორის, საჭირო ადამიანების გაცნობაში, კარიერის აწყობაში და როგორც სანდო წყარო იუწყება, სწორედ მარკუსმა გააცნო პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ერთმანეთს.
ამბობენ იმასაც, რომ მარკუსი აწყობდა მნიშვნელოვან შეხვედრებს მეგანისთვის და ახლაც ჩარეულია მისი პრესსპიკერის თუ სხვა კადრების შერჩევა-დამტკიცების საკითხებში.
მის შეყვარებულზე არაფერია ცნობილი, თუმცა იმასაც ვერავინ ამტკიცებს, რომ მეგანს და მარკუსს რაიმე სხვა, არამეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ. ფაქტია, ჰარი მასზე არ ეჭვიანობს და პირიქით, ისიც სარგებლობს მარკუსის დახმარებით.