ვენსან კასელის მესამე ქალიშვილის უცნაური სახელი და 22 წლის თინა კუნაკის გულახდილი ფოტოსესია მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე (ფოტოები) - მშობლები

ვენსან კასელის მესამე ქალიშვილის უცნაური სახელი და 22 წლის თინა კუნაკის გულახდილი ფოტოსესია მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე (ფოტოები)

2019-04-21 19:31:30+04:00

52 წლის ვენსან კასელისა და 21 წლის თინა კუნაკის სიყვარულისა და ქორწინების ამბავი 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ შოუბიზნესურ ამბად იქცა. მას მერე კი, რაც ულამაზესი მოდელი თინა დაორსულდა, წყვილის გულშემატკივრები და მედია განუწყვეტლივ ადევნებდა თვალს მათ გვერდებს სოციალურ ქსელში, სადაც აქტიურად ავრცელებდნენ ფოტოებს. ვრცელდებოდა ვერსიებიც, მათ შორის, ზოგი იმასაც ვარაუდობდა, რომ თინა ტყუპს ელოდა. თუმცა წყვილს ქალიშვილი გაუჩნდა - ვენსანისთვის უკვე რიგით მესამე, რადგან მონიკა ბელუჩისთანაც ორი ქალიშვილი შეეძინა.

altმონიკა ბელუჩის 14 წლის ქალიშვილი მოდელი გახდა - ახალი ფოტოები, რომლებმაც საზოგადოება მოხიბლა

როგორც ვენსანმა ინსტაგრამზე დაწერა, გოგონას ამაზონი დაარქვეს. მან ამაზონის ჩანჩქერის ფოტოც გამოაქვეყნა და ფოტოს წააწერა: "ამაზონი დაიბადა".

mshoblebi

კუნაკი ორსულობის პერიოდში ხშირად იღებდა გულახდილ ფოტოებს, მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კი საერთოდაც გაშიშვლდა ერთ-ერთი ჟურნალისთვის და უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა მისმა ფოტოებმა.

mshoblebi

mshoblebi

ეს კი თინა ბავშვობის ფოტოებია, რომლებიც ასევე რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

mshoblebi