აღდგომის დღესასწაული პასკის გარეშე წარმოუდგენელია. სააღდგომო პასკის სიმბოლური დატვირთვა ებრაული პასექის დღესასწაულს უკავშირდება, რადგან ამ დროს ხმიადებს, უსაფუარო პურებს აცხობდნენ. ხმიადები იესო ქრისტესა და 12 მოციქულის საიდუმლო სერობაზეც იყო.
დღეს პასკას ძირითადად, საფუარის გამოყენებით აცხობენ. ამ მხრივ გარკვეული განსხვავება არსებობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიებში. დასავლეთში უსაფუარო კვერის გამოყენების ტრადიცია შეინარჩუნეს, აღმოსავლეთში კი გაფუებული კვერის გამოყენების ტრადიცია შემოვიდა. ის ეფუძნება მაცხოვრის მიერ მოყოლილ იგავს სასუფევლის შესახებ: სასუფეველი ჰგავს საფუარიან ცომს, რომლის მცირე ნაწილი ცომს აფუებს.
პასკის გამოცხობა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. სასურველი შედეგის მიღწევა კი ყველას არ გამოსდის. დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმი ყველას არ აძლევს საშუალებას, რომ სახლში გამოაცხოს პასკა და მას იმდენი დრო და ენერგია დაუთმოს, რამდენიც რეალურად საჭიროა.
მეორე მხრივ, ადრე პასკას ერთი ტრადიციული მეთოდით აცხობდნენ, ახლა კი იმდენად მრავალფეროვანი არჩევანია, რომ სახლში მხოლოდ ერთი სახეობის პასკის გამოცხობას ბევრი უპირატესობას სხვადასხვა არომატის პასკების შეძენას ანიჭებს. თან ამ მიმართულებით ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია, სადაც მომხმარებელს ნებისმიერი ფორმის, ზომის და გემოვნური თვისებების პასკის ყიდვის საშუალება ეძლევა. სულ ახალახანს კი „ნიკორა სუპერმარკეტში“ გამოჩნდა პურ-ფუნთუშეულის სრულიად ახალი ბრენდი „პანე“, რომელიც პასკების უგემრიელეს და მრავალფეროვან ასორტიმენტს გთავაზობთ. თუმცა როგორც „პანეს“ ბრენდ მენეჯერი თათია ღლონტი აღნიშნავს, დღეს ყველაზე მოთხოვნადი რჩება მაინც „ტრადიციული პასკა ქიშმიშით“
მიუხედავად იმისა რომ პასკების ფართო ასორტიმენტი გვაქვს, ყველაზე მოთხოვნადი მაინც არის „ტრადიციული პასკა კიშმიშით". თუმცა ეს ის გამონაკლისია, როდესაც აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ თითოეული პასკა.
რამდენი სახეობის პასკას ამზადებს „პანე“?
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებელს ვთავაზობთ „პანეს“ სხვადასსხვა გრამაჟისა და არომატის პასკებს:
პასკა ქიშმიშით პასკა ქიშმიშით და შავი შოკოლადით პასკა ქიშმიშით და თეთრი შოკოლადით პასკა ცუკატით პასკა ცუკატით და თეთრი შოკოლადით გარდა სტანდარტული შეფუთვებისა, ასევე, გვაქვს „პანეს“ სასაჩუქრე პასკები, რომლის შეძენაც ჩვენს ნებისმიერ მომხმარებელს მხოლოდ „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში შეუძლია.
რაც შეეხება ფასდაკლებებს, მომხმარებელს სააღდგომოდ ვთავაზობთ საუკეთესო ფასს სხვადასხვა დასახელებისა და გრამაჟის პასკაზე. „პანეს“ პასკები თქვენს სააღდგომო სუფრას ნამდვილად დაამშვენებს.
- „პანეს“ პასკები რამდენად ჰგავს იმ ტრადიციულ ქართულ პასკას, რომელსაც წლების წინ აცხობდნენ სახლებში?
ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ, „პანეს“ პასკის გემო მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო სახლში გამომცხვარი ტრადიციული პასკის გემოსთან. ამის მისაღწევადაც ჩავატარეთ უამრავი გამოკითხვა და დეგუსტაცია, მივიღეთ რჩევები იმ დიასახლისებისგან, რომელიც წლების განმავლობაში აცხობდნენ უგემრიელეს პასკას ტრადიციული რეცეპტით. შედეგად მივიღეთ „პანეს“ უგემრიელესი პასკა.
- სამომავლოდ რა სიახლეს შესთავაზებს „პანე“ მომხმარებელს?
ძალიან მალე „პანეს“ სხვა პროდუქციაც გახდება ხელმისაწვდომი. მათ შორის იქნება: პურ-ფუნთუშეული, ორცხობილები, კექსი და სხვადასხვა სახის გაყინული ცომეული, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურობას გაუმარტივებს. ამ დროისთვის კი „პანეს“ საუკეთესო პასკა საუკეთესო ფასად, მხოლოდ „ნიკორა სუპერმარკეტში“ გელოდებათ.