ზუსტად 33 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს უკრაინაში ატომური ელექტროსადგური აფეთქდა.
ქალბატონმა გენრიეტამ თავისი გამოცდილებიდან ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.
- უდიდესი ანთროპოგენული კატასტროფის - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებრის შედეგად რადიოაქტიური სადგურიდან გამოიფრქვა სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებები, მათ შორის ცეზიუმი, სტრონციუმი, პლუტონიუმი, ამერციუმი. ცეზიუმის და სტრონციუმის დაშლის პერიოდი არის 100 წელიწადი, დანარჩენის 400 და მეტი წელი, ამიტომ ამ ყველაფრის აქტუალობა დღესაც არ არის დაკარგული, უკრაინა დღემდე იმკის ამ აფეთქების შედეგებს. მართალია, ეს ტრაგედია მოხდა უკრაინაში, მაგრამ დაზარალდა რუსეთი და ბელორუსია, მეოთხე ადგილზე კი ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა დგას. იმ პერიოდში საქართველოში წვიმები იყო, კოლხეთის დაბლობზე ზემოჩამოთვლილი ნივთიერებებით დაბინძურებული ღრუბელი ჩამოიცალა. ასე რომ, საქართველომაც გარკვეულწილად განიცადა ამ კატარსტორფის შედეგები.
- რადიოაქტიური ნივთერებებით დაბინძურების გარკვეული წილი ჩვენზეც მოდის, მაგრამ რაოდენობრივად ბევრია თუ ცოტა განვითარების თანდაყოლილი მანკები საქართველოში, ამ მაჩვენებელს მხოლოდ ჩემი სტატისტიკით ვერ განვსაზღვრათ. გამოცდილებიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით სწორედ ჩემთან იყრის თავს მანკების უმრავლესობა. ამიტომ მე ბევრი შემთხვევა მქონია, მაგრამ სხვამ შეიძლება თქვას, რომ მასთან არც ერთი პაციენტი არ ყოფილა პათოლოგიით. ხმამაღალ განაცხადში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემი გამოცდილების გამო უფრო ჩემთან მოდიან ასეთი პრობლემის მქონე პაციენტები, საქართველოა და ინფორმაცია მარტივად ვრცელდება, ამიტომაც ჩემით გასაზღვრა ძნელია, მე ვიტყვი, რომ ბევრია მსგავსი შემთხვევა, მაგრამ სხვა იტყვის, რომ იშვიათია.
- აფეთქებიდან 14 წლის შემდეგ, ვმუშაობდი ხარკოვის კლინიკური გენეტიკისა და პერინატალური დიაგნოსტიკის ცენტრში, სადაც ხარკოვისა და მისი ოლქების 3 მილიონიანი მოსახლებიდან ხდებოდა გენეტიკური პათოლოგიების მქონე ორსულებისა და ზოგადად პაციენტების შერჩევა, კვლევა და საბოლოო დიაგნოზის დასმა, რასაც ძირითადად, ორსულობის შეწყვეტა, ან სხვა გამოსავლის ძიება მოჰყვებოდა. ამ ცენტრის გარდა, სხვა არცერთ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, რომ შეეწყვიტა ორსულობა, შესაბამისად, ამ სამმილიონიანი მოსახლებიდან, ვისაც ჰქონდა განვითარების სხვადასხვა მანკები, თავს ამ ცენტრში იყრიდა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რომ ვნახე ათასობით პათოლოგია. სხვადასხვა სისტემების განვითარების უიშვიათესი მანკებიდან დაწყებული, ბანალური მანკებით დამთავრებული, მხვდებოდა ყოველდღიურად, წლების განმავლობაში. ამიტომაცაა რომ ის, რაც შეიძლება ვერ დიაგნოსტირდეს მთელს საქართველოში, დგინდება ჩემთან. ბევრი მაქვს ამ მხრივ ნანახი და ჩემთვის მარტივად ხდება სურათის აღდგენა. სხვათა შორის, როცა უკრაინიდან ჩამოვედი, მომიწია სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებამ, ამას აბარებს ყველა ლიცენზიის მისაღებად. როდესაც გადავეცი სამი წლის ნამუშევრის ჩამონათვალი, დამიბარეს, აქ შეცდომაა, ძალიან ბევრი ნული წერიაო, საქართველოში ასეთი მასშტაბით, ამ რაოდენობის განვითარების მანკი არ არსებობს და წარმოუდგენელი იყო მათთვის. მერე ავუხსენი და გაცხადდა ყველაფერი. 33 წელი გავიდა აფეთქებიდან და კარგია, რომ ვახსენებთ ხალხს ამ ტრაგედიას, რათა მეტი გულისხმიერება გამოვიჩნოთ იმ ყველაფრისადმი, რაც თან ახლავს მსგავს კატასტროფებს.
- მე რუსეთში მაქვს უმაღლესი განათლება მიღებული, წითელ დიპლომზე დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტი, ვმუშაობდი კიდეც, მაგრამ როგორც წარჩინებული სტუდენტი გამანაწილეს ხარკოვის კლინიკური გენეტიკის ცენტრში, გავიარე გასაუბრება და მსოფლიო დონის პროფესორმა გენეტიკოსმა ამირჩია. იმდენად მნიშნელოვანი იყო ეს წინადადება ჩემთვის პროფესიული კუთხით, წარმოუდგენელი იყო, უარი მეთქვა. ასეთ გამოცდილებას ვერსად ვერ მიიღებ, გარდა უკრაინისა და ზოგადად გენეტიკური ცენტრებისა. ერთი იყო იაპონიაში, ჰიროსიმისა და ნაგასაკის კატასტროფა და მეორე უკრაინა, სადაც ასეთი ტრაგედია დატრიალდა. ამაზე მეტი დიდი სკოლა არ არსებობდა და ღმერთმა ნუ ქნას, რომ იარსებოს.
- უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ ვმუშაობდი კლინიკაში, მაშინ ყველაფერი ძალიან ვარდისფერ ტონებში იყო, საიდანაც უცებ აღმოვჩნდი გენეტიკურ ცენტრში, იქ კი ძალიან მუქი ფერები დამხვდა. ის წლები ემოციურად დატვირთული იყო, რადგანაც შეუძლებელია, არ განიმსჭვალო თანაგრძნობით იმისადმი, რასაც იქ ხედავ. ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როცა საბავშვო ეტლში ჩამიხედავს და დამინახავს 2 წლის ბავშვი, ზრდასრული ადამიანის, თავით, სახეზე წვერით და 2 წლის ბავშვის კიდურებითა და სხეულით. დამერწმუნეთ, უმძიმესი შესახედია, როცა ბავშვს აქვს თავი ზრდასრული მამაკაცის და სხეული ბავშვის. გარდა ამისა, სამარშუტო ტაქსით მოდიოდა მთელი ოჯახი, რომელთაც მემკვიდროებით გადაცემული ერთიდაიგივე პათოლოგია ჰქონდათ. ეს ყველაფერი მორალურად ძალიან ძნელი იყო, წლების განმავლობაში ასეთ გარემოში მუშობა გარკვეულ დაღს დაასვამს ადამიანს. პირადად მე, მთელი ცხოვრება გამყვება იქ ყოფნის პერიოდი, მაგრამ მეორე მხრივ, ესაა უდიდესი გამოცდილება, რაც უკრაინაში მუშაობამ მომცა. როცა საქართველოში ჩამოვედი და პირველ პაციენტთან დავამთავრე კვლევა, დავიბენი, არ ვიცოდი რა დამეწერა, რადგან პაციენტი იყო ჯანმრთელი და ეს ჩემთვის, უკრაინაში გამოვლილი პრაქტიკის შემდეგ, იყო უჩვეულო. საქართველოში ამდენი მანკი, ღმერთმა ნუ ქნას და არ იყო, ამიტომ პაცინეტი, რომელსაც არაფერი არ სჭირდა, ჩემთვის იყო ნონსენსი. ახლა უკვე, ღვთის წყალობით, შევეჩიე ამას და მადლობა ღმერთს, რომ მრავლად მყავს ჯანმრთელი პაციენტები.
- გენეტიკური ცენტრი მთელი ოლქიდან კრებდა ასეთ პაციენტებს. ჩვენთან არ მოდიოდა ორსული, რომელსაც არაფერი სჭირდა, ან ჰქონდა პათოლოგია, რომელიც იყო სიცოცხლესთან შეთავსებადი და ბავშვი დაიბადებოდა თუნდაც გონებრივი ან ფიზიკური ნაკლით. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პათოლოგიის არსებობის გამო ორსულობა შესაწყვეტი იყო და ეს უნდა მომხდარიყო იმ კონკრეტულ დროს, ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო.
- წყვეტდნენ ორსულობას. იქ ცოტა სხვაგვარი მიდგომა იყო. ჩვენთან უფრო ჰუმანური და ლოიალური დამოკიდებულებაა. იყო შემთხვევები, როცა მარტო იმის გამო წყვეტდნენ ორსულობას, რომ ნაყოფს ჰქონდა ტუჩის ორმხრივი ნაპრალი და სასის დეფექტი გულის მანკთან თანხვედრაში, ტუჩის ნაპრალი ხალხში კურდღლის ტუჩისა და მგლის ხახის სახელითაა ცნობილი. დღესდღეობით გულის მანკის კორეგირებაც შეიძლება და კურდღლის ტუჩისაც, დღეს უკვე კოსმეტიკურად შეიძლება ეს მოწესრიგდეს და ადამიანმა სრულფასოვანდ იგრძნოს თავი, მაგრამ იმ პერიოდში და იქ, ამის გამო ხდებოდა ორსულობის შეწყვეტა.
- თქვენ ცნობილი ხართ, როგორც სქესის საკმაოდ პატარა ვადაზე დამდგენი სპეციალისტი...
- ასეა, ცნობილია, რომ ბავშვის სქესს საკმაოდ პატარა ვადაზე ვხედავ, ეს გამოცდილებაც უკრაინიდან მოდის. ხარკოვში, სადაც ვმუშაობდი, იყო აზერბაიჯანელების დიდი დიასპორა, მათი დიდი ნაწილი ჩვენი პაციენტი იყო. ამ ხალხში ფართოდ იყო გავრცელებული სქესთან შეჭიდული პათოლოგია, ჰემოფილია, რაც სისხლის შეუდედებლობას ნიშნავს. ეს პათოლოგია ვლინდება მხოლოდ მამაკაცებში, ქალებში - არა, ამიტომ როდესაც ორსული გაიგებდა, რომ ბიჭს ელოდებოდა, აუცილებლად წყვეტდა ორსულობას, იმიტომ, რომ ნაყოფი იყო ჰემოფილიით დაავადებული. აქედან გამომდინარე, ადრეულ ავადზე, 12 კვირამდეც კი უნდა მოგვეხდინა სქესის დიაგნოსტიკა, თან ეს უნდა ყოფილიყო 100%-იანი პასუხი, აბა ტყუილად, ვარაუდის დონეზე ხომ ვერ შეაწყვეტინებ ორსულობას? ასეთი ვითარების გამო, გამოვიმუშავე უნარები, რომ ადრეულ ვადაზევე დამედგინა სქესი. ჩემმა ამ გამოცდილებამ ჩვენს ქვეყანაში ცოტა სხვა დატვირთვა მიიღო. საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველი, რაც მკითხეს, იყო ის, თუ რა ვადაზე შემეძლო სქესის დადგენა. ვუპასუხე, რომ საკმაოდ პატარა ვადაზე შემიძლია-თქო, თან ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი გავრცელებულია ჩვენთან ჰემოფილია, რომ მაშინვე ამით დაინტერესდნენ-თქო (იღიმის), მაგრამ მერე და მერე მივხვდი ყველაფერს...
- არანაიარად... სქესის დაგეგმვა ხდება მხოლოდ ისრაელში, როდესაც აკეთებენ ხელოვნურ განაყოფიერებას, სხვაგან, მით უმეტეს საქართველოში, ზუსტად ვიცი, რომ არ ხდება სქესის დაგეგმვა ხელოვნური განაყოფიერების დროსაც კი.
ციცი ომანიძე